კერძო სექტორი პანდემიის წინააღმდეგ

კერძო სექტორი პანდემიის წინააღმდეგ

კომპანიები და ყველა ჯურის მდიდარი ინდივიდები ცდილობენ, ვირუსის გავრცელების შენელებისა და განკურნების გზების აღმოჩენაში შეიტანონ წვლილი.  სწორედ ისე, როგორც ავტომწარმოებლებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ტანკებისა და თვითმფრინავების წარმოება დაიწყეს, დღევანდელი კორპორაციებიც თავიანთ წარმოების ხაზებს სახეს უცვლიან და რას აღარ ამზადებენ, ხელის სადეზინფექციო საშუალებებით (LVMH-ი) დაწყებული, რესპირატორებით (Ford-ი, GE) დამთავრებული.

დიდ ბრიტანეთში, მილიარდერმა გამომგონებელმა ჯეიმს დაისონმა განაცხადა, რომ მისი მტვერსასრუტების ფირმა ვენტილატორების წარმოებას დაიწყებდა. გერმანული წამლის მწარმოებელი, მილიარდერი ტყუპების, თომას და ანდრეას შტრუნგმანების დაფინანსებული BoiNTech-ი Pfizer-სა და Fosun Pharma-სთან თანამშრომლობს, რათა ვაქცინა შექმნას. ეს ერთ-ერთია Covid-19-ის ათზე მეტი ვაქცინიდან, რომელზეც ახლა მუშაობენ.

ჭკვიანური ნაბიჯია, თუ გავითვალისწინებთ, რომ, Massachusetts Institute of Technology-ის კვლევის თანახმად, ინფექციური დაავადებების ყოველი სამი ვაქცინიდან ორი წარუმატებლობისთვისაა განწირული. მაგრამ ძალისხმევის გასაწევად არაა აუცილებელი, მულტინაციონალური კომპანია იყო ან მილიარდერი მფლობელები გყავდეს: იტალიური სტარტაპი Takis Biotech-ი, რომლის პერსონალი მხოლოდ 25 თანამშრომელს ითვლის, ვაქცინის შექმნის რბოლაშია ჩართული, ხოლო 3-D-ბეჭდვის კალიფორნიული ფირმა Carbon-ი მალე დაიწყებს ნაცხის ასაღები ტესტების დისტრიბუციას.

Forbes-ი კორონავირუსის ფრონტის ხაზზე მყოფ 11 კომპანიას წარმოგიდგენთ. მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: forbes.com/fighting-coronavirus.