კევინ სპეისის House of Card-ის პროდიუსერებისთვის $31 მილიონის გადახდა მოუწევს

კევინ სპეისის House of Card-ის პროდიუსერებისთვის $31 მილიონის გადახდა მოუწევს

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, House of Card-ის გადასაღებ მოედანზე, კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში პირველად დადანაშაულებიდან ოთხი წლის შემდგომ, მსახიობს და მის ორ პროდიუსერულ კომპანიას სასამართლომ $31 მილიონის გადახდა დააკისრა. 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სპეისიმ House of Card-ში მონაწილეობისას დაარღვია სექსუალური შევიწროების პოლიტიკასთან დაკავშირებული კონტრაქტის პირობები.

სასამართლოს დადგენილებით, სპეისისა და მისი წარმომადგენელი კომპანიებისთვის დაწესებული ჯარიმა შემდეგნაირად გადანაწილდა: $29,5 მილიონი სერიალისთვის მიყენებული ზარალისთვის, $1,2 მილიონი ადვოკატის საფასური, ხოლო $235,000 MRC-ისთვის. CNN-ის ინფორმაციით, 2017 წელს, House of Card-ის თანამშრომლებმა მსახიობი შეუფერებელი კომენტარების გაკეთებასა და შეუთანხმებელ შეხებაში ანონიმურად დაადანაშაულეს. შედეგად სპეისი მაშინვე დაითხოვეს გადაღებებიდან, მისი პერსონაჟი სერიალიდან ამოიღეს და საბოლოოდ სერიალის ბოლო სეზონის გადაღებებიც გაუქმდა.

რაც შეეხება, MRC-ის ბრალდებას, კომპანიამ მსახიობის წინააღმდეგ სარჩელი 2019 წელს, სერიალის მეექვსე სეზონის ხელახლა მუშაობისთვის გაწეული ხარჯებისთვის შეიტანა. ოცზე მეტი ადამიანის დათხოვნის შემდგომ, სასამართლომ სპეისი MRC-ის ბრალდებებში დამნაშავედ მიიჩნია. თავად მსახიობს სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კევინ სპეისი, რომლის კარიერაც ორ ოსკარს და Tony Award-ს ითვლის, House of Card-ის პროდიუსერიც იყო. Netflix-ის სერიალი 2013 წლიდან 2018 წლამდე გადიოდა და როგორც კრიტიკოსების, ასევე მაყურებლების დიდ მოწონებას იმსახურებდა. ოსკაროსანი მსახიობი პირველად სექსუალურ ძალადობაში 2017 წელს დაადანაშაულეს. მაშინ მსახიობმა ენტონი რაპმა განაცხადა, რომ სპეისიმ ის ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში შეავიწროვა. რაპის ბრალდების შემდეგ სპეისიმ საჯაროდ განაცხადა, რომ გეია. ამის მიუხედავად, ბრალდებები არ შეწყვეტილა და შემდგომში სპეისი სექსუალურ ძალადობაში ეტაპობრივად რამდენიმე პირმა, მათ შორის House of Card-ის თანამშრომლებმა დაადანაშაულეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *