კიმ კარდაშიანი 2021 წლის ოლიმპიადაში მონაწილე აშშ-ის გუნდიისთვის ტანსაცმელს შექმნის

კიმ კარდაშიანი 2021 წლის ოლიმპიადაში მონაწილე აშშ-ის გუნდიისთვის ტანსაცმელს შექმნის

მილიარდერმა კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მისი შექმნილი ტანსაცმლის კომპანია „სკიმსი“ 2021 ოლიმპიადაში მონაწილე ქალებისთვის ტანსაცმელს დაამზადებს.

ოლიმპიადისთვის შექმნილი ტანისამოსი გამოირჩევა მინიმალიზმითა და მაქსიმალური კომფორტით. მასზე ასევე დატანილია აშშ-ის დროშა და ოლიმპიური გუნდის ლოგო. ოფიციალური კამპანიისთვის ტანისამოსი მოირგეს პარაოლიმპიელმა სკაუტ ბასეტმა, მორბენალმა დალაილა მუჰამედმა, ფეხბურთელმა ალექსანდრა მორგანმა და მოცურავე ჰეილი ანდერსონმა. ტანისამოსის ახალ კოლექციას აშშ-ის გუნდის ყველა წევრი უფასოდ მიიღებს, ხოლო ივლისში „სკიმსის“ მომხმარებელთათვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

კარდაშიანი წერს, რომ მისთვის უდიდესი პატივია იყოს აშშ-ის გუნდის წევრი, ვინაიდან მთელი ბავშვობის განმავლობაში აღტაცებული იყო ოლიმპიელების სიძლიერითა და ენერგიით.  აღსანიშნავია, რომ კიმ კარდაშიანის მამინაცვალი, ტრანსგენდერი ოქროსმედალოსანი ქეითლინ ჯენერი, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ათლეტი იყო 1970-იან წლებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *