კომპანია Dole Sunshine დევიდ დათუნასთან ითანამშრომლებს

კომპანია Dole Sunshine დევიდ დათუნასთან  ითანამშრომლებს

კომპანიამ „Dole Sunshine Company“ ორი თვის წინ ამერიკაში მოღვაწე ქართველ მხატვარს, დევიდ დათუნას თანამშრომლობა შესთავაზა. პარტნიორობა მოიცავს ხილის თემატიკის, ხუთნაწილიანი კოლექციის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას სურსათის დაუცველობისა და არასწორი კვების შესახებ. ამასთან, მთლიანი შემოსავალი საქველმოქმედო ორგანიზაციას „Boys & Girls Clubs of America“ გადაეცემა.

Art Week Miami-ის მაღალტექნოლოგიური გამოფენებით შევსება მიმდინარე წელს იგეგმება. ეს ხელოვანის პირველი პროექტია კვების კომპანიასთან და მისი კოლექცია შთაგონებულია Dole-ის Sunshine for All Cities-ის კამპანიით, სადაც ბრენდის მიზანია, 2025 წლისთვის 1 მილიარდი ადამიანისთვის იყოს საკვები ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ მხატვარი ცნობილია „მშიერი ხელოვანის“ მეტსახელით. დევიდ დათუნამ Art Basel Miami-ში 2019 წელს მაურიციო კატელანის ხელოვნების ნიმუშის ნაწილის, ბანანის ჭამით სცადა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, თუ რამდენად სასაცილო შეიძლება იყოს ბანანის 120,000 დოლარად გაყიდვა. სწორედ ამიტომ მისთვის დოლის პარტნიორობა შესაძლებლობაა, აღნიშნული ქმედება გადააქციოს გლობალური წინსვლის მნიშვნელოვან საწყისად.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დევიდ დათუნასთვის ხელოვნების საშუალებით სურსათის პრობლემების გადაჭრა მნიშვნელოვანი გახდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შემდეგ, როდესაც უამრავი მშიერი ბავშვის თვალები ნახა და პირად მიზნად დაისახა პლანეტის მომავალზე ფიქრი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.