კომპლაენსი, როგორც ფუნქცია აშშ-ში გაჩნდა და მისი მიზანი საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობის რეგულირება იყო. თუმცა დროთა განმავლობაში მისი მნიშვნელობა გაიზარდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში რისკის მართვის განუყოფელ ნაწილად იქცა. ფუნქციის მთავარი მიზანი ბიზნეს რისკების პრევენციაა, თუმცა უკვე დამდგარი შედეგის სწორად მართვაც, მისი არანაკლებ მნიშვნელოვანი როლია.
აშშ-ში 1977 წლიდან მოქმედებს ექსტრატერიტორული კანონი „საგარე მოსყიდვის აქტი“ (Foreign Corrupt Practices Act), რომელიც სტანდარტებს უწესებს კომპანიებს, რომელთა აქციებიც ივაჭრება საფონდო ბირჟაზე. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება კომპლაენს პროგრამის გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია.
კომპლაენსის მთავარი ამოცანაა უზრუნველჰყოს კომპანიის შესაბამისობა ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან, თუმცა საკითხი გაცილებით მრავლისმომცველია. შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რეკომენდირებული კორპორაციული კულტურის, მათ შორის კომპლაენს კულტურის მხარდაჭერა და განვითარება, სადაც დიდი ადგილი უჭირავს ეთიკასა და ღირებულებებს.
კომპლაენსი ზოგჯერ ბიზნესპროცესების გართულებასთანაც ასოცირდება, თუმცა რისკების პრევენციასთან ერთად, მას არაერთი ბენეფიტი მოაქვს კომპანიისთვის, როგორებიცაა: კომპანიის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია ბიზნესის წარმატებასთან; სწორი კომპლაენს პროგრამა ზრდის როგორც თანამშრომლების და აქციონერების, ასევე მომხმარებლების, მარეგულირებლის და სხვა გარე ე.წ. Stakeholder-ების ნდობას კომპანიის მიმართ. საერთაშორისო ბაზარზე მრავალი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომხმარებელი კომპანიის რეპუტაციას ეთიკისა და გამჭვირვალობის კუთხით, როდესაც მომსახურებისა თუ პროდუქტით სარგებლობის გადაწყვეტილებას იღებს.
კომპლაენსი ქართული ბიზნესისთვის ჯერ კიდევ ახალი ხილია და ის ძირითადად ფინანსურ სექტორში გვხვდება. თუმცა ბილაინი, როგორც საერთოშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი უკვე მეხუთე წელია კომპლაენს პროგრამას ანხორციელებს. ბილაინის ყველა ბიზნესპარტნიორი გადის გაფართოებულ შემოწმებას ე.წ. Due diligence-ს და ბიზნეს ურთიერთობის წარმოებაზე გადაწყვეტილება კომპლაენსის სამსახურთან ერთად მიიღება; კომპანიაში დიდი ყურადღება ექცევა ინტერესთა კონფლიქტების მართვას, ასევე შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება საჩუქრებისა და მასპინძლობის მიღებაც.
„ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესის კეთებას მაღალი ეთიკური ნორმების დაცვით – პატიოსნება, გამჭვირვალობა და გულწრფელობა არის ის რისი ერთგულიც არიან ბილაინის თანამშრომლები. ბილაინის კომპლაენს პროგრამა უმთავრესად ორიენტირებულია მექრთამეობასა და კორუფციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაზე, რაც განპირობებულია იმით რომ ის წარმოადგენს „ვიონი“ ჯგუფის წევრ კომპანიას, ჯგუფის აქციები კი თავისუფალ მიმოქცევაშია და ივაჭრება ნიუ იორკისა და ამსტერდამის საფონდო ბირჟებზე, შესაბამისად ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ არამხოლოდ რეგისტრაციის ქვეყნის მარეგულირებლის წინაშე, არამედ მკაცრად ვიცავთ აშშ-ს შესაბამის რეგულაციებსაც,“ აღნიშნავს ბილაინის ეთიკისა და კომპლაენს ოფიცერი, ია მამეიშვილი.
საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევაში საქართველომ 180 ქვეყნიდან 44-ე ადგილი დაიკავა, რაც ათეულის პოზიციაში არ გვახვედრებს, თუმცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ნამდვილად უპირატესობაში ვართ. ბილაინის გამოცდილებით, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო შესაძლებლობას იძლევა, რომ ქვეყანაში კომპლაენს ფუნქცია ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გარეშე დაინერგოს, თუმცა აქ უმნიშვნელოვანესი როლი არა მხოლოდ კომპანიის ტოპ-მენეჯმენტს, არამედ თითოეულ თანამშრომელს აქვს.
„2015 წლიდან დღემდე დიდი ძალისხმევაა ჩადებული კომპლაენს პროგრამის დანერგვასა და განვითარებაში. მთავარი მაინც სწორი კომუნიკაცია და ტრენინგებია – იმისთვის რომ რაიმე მიზანს მივაღწიოთ, პირველ რიგში კარგად უნდა გვესმოდეს ამოცანა. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბილაინში მოქმედი კომპლაენს პროგრამა, არამხოლოდ საუკეთესოა ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კომპანიამ შეძლო და რამდენიმეწლიანი შრომის შედეგად მიიღო დამოუკიდებელი მონიტორის დადებითი დასკვნა და სერთიფიკატი – ჩვენი პროგრამა აღიარებულია აშშ-შიც და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ არის „best in class,“ ამატებს ია მამეიშვილი.