Korean Air-ი საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

Korean Air-ი საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანია Korean Air-ი კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს.

Korean Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის 22 მაისს, 5 და 20 ივნისს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით არარეგულარული რეისები 2018 და 2019 წლებშიც შეასრულა.

ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კორეულ ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2024 წლის 2 მაისს მიანიჭა.