რას გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიანი შეთანხმება, რომელსაც „ჰამასი“ ემხრობა?

რას გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიანი შეთანხმება, რომელსაც „ჰამასი“ ემხრობა?

ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის სამფაზიან შეთანხმებას ემხრობა. თუმცა აღნიშნული შეთანხმების პირობები მიუღებელია ისრაელისთვის. საინტერესოა, თუ რას გულისხმობს სამფაზიანი შეთანხმება.

1-ელი ფაზა

  • 42-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა.
  • „ჰამასი“ გაათავისუფლებს 33 ტყვეს, საპასუხოდ კი ისრაელი დაკავებულ პალესტინელებს ციხეებიდან გამოუშვებს.
  • ისრაელი ნაწილობრივ გაიყვანს ჯარს ღაზიდან და პალესტინელებს სამხრეთიდან ჩრდილოეთში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

მე-2 ფაზა

  • ცეცხლის შეწყვეტის დამატებით 42-დღიანი პერიოდი.
  • ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალების სრულად გასვლა.
  • „ჰამასი“ გაათავისუფლებს ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტებსა და სამხედროებს. სანაცვლოდ, ისრაელი ციხეებიდან პალესტინელებს გამოუშვებს.

მე-3 ფაზა  

  • ტყვეების გაცვლის პროცესის დასასრული. გაეროს, კატარისა და ეგვიპტის მიერ შემუშავებული რეკონსტრუქციის გეგმის იმპლემენტაციის დაწყება.
  • ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შეწყვეტა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან, რაფაჰში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ისრაელმა რაფაჰის სამხრეთ ნაწილის, ეგვიპტესთან დამაკავშირებელი საზღვრის დაკავება მოახერხა, რათა „ჰამასის“ წევრებს ღაზის სექტორის დატოვება არ შეძლებოდათ. აქედან გამომდინარე, უცნობია, დათანხმდება თუ არა ისრაელი აღნიშნული შეთანხმების პირობებს.