კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სინგაპურის ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო. 2019 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სინგაპურის ეკონომიკა გაიზარდა. მომსახურების სფეროსა და მშენებლობის ინდუსტრიის გარდა, აღნიშნულ ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელმა ინდუსტრიამ შეასრულა.
ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული შეფასების მიხედვით, სინგაპურის მთლიანი შიდა პროდუქტი იანვარ-მარტის პერიოდში 0.2%-ით გაიზარდა.
ასევე, სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი ინდუსტრია 3.3% -ით გაიზარდა. რაც შეეხება მრეწველობას, ის 7.5%-ით გაიზარდა პირველი სამი თვის განმავლობაში, ხოლო წლის მეოთხე კვარტალის მონაცემების მიხედვით, სექტორში 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის სექტორსა და მომსახურების ინდუსტრიაში ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა, აუცილებელია იმის თქმა, რომ მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა.