კრიზისი Credit Suisse-ში

კრიზისი Credit Suisse-ში

უმსხვილეს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში რამდენიმე ხელმძღვანელი პირის ჩანაცვლებაზე მსჯელობენ. მენეჯმენტის სავარაუდო ცვლილება ბანკის მიერ დაშვებულ არაერთ შეცდომას უკავშირდება, რამაც ფინანსურ ინსტიტუტს შესაძლოა, მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი მოუტანოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, საუბარია რისკების მართვის ხელმძღვანელის ლარა უორნერის ჩანაცვლებაზე. ასევე განიხილება Credit Suisse-ის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელის, ბრაიან ჩინის შეცვლაც. ხოლო ბანკის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტომას გოტშტაინი Bloomberg-ის წყაროს მიხედვით, პოზიციას შეინარჩუნებს.

ასევე მოიაზრება ისიც, რომ ბანკმა თავის საბროკერო ბიზნესს გადახედოს, რომელსაც სწორედ ბრაიან ჩინი ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის 2021 წელი ბანკმა კარგად დაიწყო, რაც ციფრებშიც იყო გამოხატული, თუმცა მარტის დასაწყისში Credit Suisse-მა ორი დარტყმა მიიღო. პირველი – თვის დასაწყისში ფინანსური კომპანია Greensill Capital-მა, რომლისთვისაც Credit Suisse-ი კრედიტორია, გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ამის გამო, Credit Suisse-ს $10 მილიარდის ოდენობის აქტივების გაყინვა მოუწია. Greensill Capital-ს კიდევ $140 მილიონი აქვს ვალი.

მარტის ბოლოს კი კომპანია Archegos Capital Management-ი, რომელიც Credit Suisse-ს დერივატივების ოპერაციებზე პრაიმ ბროკერის სტატუსით ემსახურებოდა, დეფოლტის წინაშე დადგა. ამან, JP Morgan-ის პროგნოზით, შესაძლოა Credit Suisse-ის, იაპონური Nomura-ს და კიდევ სხვა ბანკების $5-10-მილიარდიანი ზარალი გამოიწვიოს.

ცნობისთვის, Archegos-ის კოლაფსის შემდეგ, S&P-მა Credit Suisse-ის პროგნოზი – „სტაბილური“ „ნეგატიურით“ შეცვალა. უფრო მეტიც, შვეიცარიული ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია სამ დღეში $5 მილიარდზე მეტით დაეცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *