ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.43 გახდა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.43 გახდა

დღეს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.43 ლარამდე გაზარდა, ხოლო ევროს მიმართ კურსი 2.73-ის დონეზე შენარჩუნდა. კომერციულ ბანკებში დოლარის შესასყიდი კურსი 2.50-2.52-ია.

ბლუმბერგის ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟაზე კი დღეს ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.43-დან 2.48-ის შუალედში მერყეობდა.

ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციის გაგრძელება ძირითადად ტურისტული სეზონის დასასრულს და რეგიონში საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, კვლავ გრძელდება საქართველოს ექსპორტის და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების ტენდენცია.