სამრეწველო პროდუქციის წარმოება ძვირდება

სამრეწველო პროდუქციის წარმოება ძვირდება

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 9.3%-ით არის გაზრდილი. 2005 წელთან შედარებით დღეს პროდუქციის წარმოება 80%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება გაძვირდა (11.2%-ით). მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 10.5%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 32.4%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 31.9%-ით, ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება 62.3%-ით და ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 29.7-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.