ამერიკულმა სამხედრო კონტრაქტორმა Lockheed Martin-მა შეერთებული შტატების არმიას პირველი მოდერნიზებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, M270A2 მოდელი მიაწოდა. M270A2 ყველასათვის კარგად ნაცნობი M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მოდერნიზებული ვერსიაა.
Red River Army Depot-თან პარტნიორობით Lockheed Martin-მა M270 ზცრს-ებს სრულიად ახალი 600 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი, გაუმჯობესებული შეჯავშნილი კაბინა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა განუახლა.
გარდა ამისა, ზცრს M270-ის გაუმჯობესებულ ვერსიას თანამედროვე, უფრო შორ მანძილზე მოქმედი და ზუსტი დამიზნების რაკეტების გაშვებაც შეეძლება. ახალი M270A2 კვლავ დარჩება აშშ-ის შეიარაღებაში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემად.
გათანამედროვებულ M270A2-ს გადაადგილება და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა კიდევ უფრო სწრაფად შეეძლება, რაც მოწინააღმდეგის შანსებს სისტემის ადგილმდებარეობის აღმოჩენის შესახებ, მნიშვნელოვნად ამცირებს.
Lockheed Martin-ის განცხადებით, თანამედროვე M270A2-ის ტრანსპორტირება დიდი ზომის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით, C-17-ითა და C-5-ით იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, აღნიშნული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს დიდი ბრიტანეთიც შეიძენს.
ცნობისათვის, დიდმა ბრიტანეთმა M270A2-ის წინა ვერსიის ზცრს-ები უკრაინულ არმიას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიაწოდა.