Time Out: მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების 2022 წლის რეიტინგი

Time Out: მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების 2022 წლის რეიტინგი

Time Out-მა მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების 2022 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. Time Out Index-ის სახელით ცნობილი კვლევისთვის, ყოველწლიურად მედიაკომპანია 20,000-მდე ქალაქს მთელ მსოფლიოში სთხოვს დაასახელოს ის ფაქტორი, რაც მათ ქალაქს გამორჩეულს ხდის. მიღებულ მონაცემებს Time Out-ი გლობალური ქალაქების რეიტინგის შესადგენად იყენებს.

Time Out-ის რეიტინგში მიმდინარე წელს პირველი ადგილი შოტლანდიის დედაქალაქმა ედინბურგმა დაიკავა. ედინბურგი არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ხელოვნების ფესტივალებითა და კულინარიითაც გამორჩეულია. პანდემიის პერიოდისგან განსხვავებით, 2022 წლის გამოკითხვაში მედიაკომპანიის მხრიდან ყურადღება უფრო მეტ ასპექტზე გამახვილდა. მათ შორის, შერჩეული ქალაქების ბარებსა და რესტორნებზე, ღამის ცხოვრებასა და მუზეუმებზე.

Time Out-ის რეიტინგში ედინბურგს, ასევე ღამის ცხოვრებით ცნობილი ჩიკაგო და კოლუმბიის მედელინი მოჰყვებიან. რეიტინგის შედგენისას ყურადღება მდგრადობის ინიციატივებზე, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გამახვილდა. მაგალითისთვის, სიის მეხუთე ადგილზეა ამსტერდამი, რომელიც მსოფლიოში ველოსიპედებით გადაადგილებისთვის ყველაზე ადაპტირებულ ქალაქად ითვლება.

Time Out-ის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების 2022 წლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. ედინბურგი, შოტლანდია
  2. ჩიკაგო, აშშ
  3. მედელინი, კოლუმბია
  4. გლაზგო, შოტლანდია
  5. ამსტერდამი, ნიდერლანდები
  6. პრაღა, ჩეხეთი
  7. მარაკეში, მაროკო
  8. ბერლინი, გერმანია
  9. მონრეალი, კანადა
  10. კოპენჰაგენი, დანია

Time Out-ის განცხადებით, მათი მიზანი „2022 წლისთვის გამორჩეული სამოგზაურო ადგილების“ რეიტინგის შედგენაა. შესაბამისად, ჩამონათვალი იმ ადგილებს აერთიანებს, რომლებიც ადამიანებს მოგზაურობისა და ახალი გამოცდილებების მიღებისთვის შთააგონებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *