მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის - $0.5 მილიარდზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის - $0.5 მილიარდზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის – 505.7 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ამ მასშტაბის ფულადი გზავნილები საქართველოს არცერთი წლის არცერთ თვეში არ მიუღია.

გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც გასულ თვეს $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ძირითადად არა რუსეთში დასაქმებული ქართველების გზავნილებს, არამედ საქართველოში ემიგრირებული რუსების გზავნილებს წარმოადგენს. რუსული გზავნილები 889%-ით არის მომატებული.

მეორე ადგილზეა იტალია 36.8 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აშშ – 27.8 მილიონით.

TOP 20 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა და ზრდის/კლების მოცულობა

  1. რუსეთის ფედერაცია – 313.9 მილიონი,📈 889%
  2. იტალია – 36.82 მილიონი, 📈 15%
  3. აშშ – 27.78 მილიონი, 📈 15%
  4. ყაზახეთი – 20.81 მილიონი, 📈 587%
  5. საბერძნეთი – 20.33 მილიონი, 📉 -1%
  6. ისრაელი – 16.07 მილიონი, 📈 9%
  7. გერმანია – 13.31 მილიონი, 📈 46%
  8. თურქეთი – 8.13 მილიონი, 📈 11%
  9. ყირგიზეთი – 5.68 მილიონი, 📈 372%
  10. ესპანეთი – 4.96 მილიონი, 📈 8%
  11. აზერბაიჯანი – 4.63 მილიონი, 📉 -40%
  12. საფრანგეთი – 3.72 მილიონი, 📈 21%
  13. პოლონეთი – 3.33 მილიონი, 📈 31%
  14. გაერთიანებული სამეფო – 2.85 მილიონი, 📈 49%
  15. კანადა – 1.92 მილიონი, 📉 -5%
  16. ირლანდია – 1.91 მილიონი, 📈 4%
  17. ტაჯიკეთი – 1.86 მილიონი, 📈 203%
  18. სომხეთი – 1.53 მილიონი, 📈 41%
  19. კვიპროსი – 1.51 მილიონი, 📈13%
  20. უზბეკეთი – 1.33 მილიონი, 📈 192%