2018 წლის მაისში წინა თვესთან, აპრილთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 29 მილიონი დოლარით (1%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 187 მილიონი დოლარით (7%-ით) არის გაზრდილი.
2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 452 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 მაისის არსებული რეზერვების მოცულობა 76 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი