მარადიული FORD-ი

მარადიული FORD-ი

როდესაც ჰენრი ფორდ II მეორე მსოფლიო ომიდან შინ დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მორიგ გატიალებულ მიწაზე დაედგა ფეხი. მისი საოჯახო იმპერია გვაქვს მხედველობაში.

The Ford Motor Co.-ს ზარალი თვეში $9 მილიონს (დაახლოებით დღევანდელ $130 მილიონს) შეადგენდა, მიზეზი კი ფორდის მამის, ედსელის, არასწორი მენეჯმენტის წლები იყო, რომლის სიკვდილმა 1943 წელს ფორდი თავისი განთქმული ბაბუის კომპანიის საჭეთმპყრობლად აქცია. 28 წლის მოკლედ თმაშეჭრილი ფორდი გულითადი, მეგობრული კაცი იყო, რომლის გამოცდილება საზღვაო ფლოტში მსახურებითა და Yale-ში, საშუალო სტუდენტის ამპლუაში, გატარებული რამდენიმე წლით შემოიფარგლებოდა. ამდენად, ვერავინ იფიქრებდა, რომ ახალი როლისთვის მზად აღმოჩნდებოდა. მაგრამ სწორედ მისმა მართვამ გადაარჩინა კომპანია გაკოტრებას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ გულწრფელად აღიარა, ყველაფერი როდი ვიციო. მან ავტომწარმოებლის სააღსრულებო ფლანგი დიდი სიფრთხილით დააკომპლექტა, რაღაც მომენტში კი შემოიმატა ჯგუფი, რომელიც მოგვიანებით “ვუნდერკინდების” სახელით გახდა ცნობილი – Air Force-ის ათი ვეტერანი, მათ რიცხვში, მომავალი სამხედრო მინისტრი რობერტ მაკნამარა.

1960-იანების დასაწყისისთვის Ford Motor-ი, კვლავ ჯანმრთელი და მოგებიანი, გაყიდვებით $4.8 მილიარდს (რაც დღევანდელ $40 მილიარდთან არის ახლო) აკეთებდა. და მართალია, Ford-ის მემკვიდრეობა ედსელის ფიასკოსაც მოიცავდა, აბუჩად რომ ჰქონდა ყველას აგდებული, კომპანიამ ისეთი საიმედო მოდელებიც გამოუშვა, როგორიცაა Thunderbird-ი და Mustang-ი, რომელიც Ford-ის მორიგი მარგალიტის, ლი იაკოკას მიერ იყო შექმნილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *