Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა და 1,233 ერთეული შეადგინა. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 4.9%-ით, 64 მილიონი აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა , ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,170 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი ფასმა 22.5%-ით, კვ.მ.-ზე 1,149 აშშ დოლარამდე მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმისგან განსხვავებით, მარტში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ იკლო დედაქალაქში. გასულ თვეში თბილისში 3,064 ერთეული ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის მარტთან შედარებით 1.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.