საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა. პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.2%-ია.
2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.5%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.
გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა