მობილური ოპერატორების შემოსავლები იზრდება

მობილური ოპერატორების შემოსავლები იზრდება

წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 110.9 მლნ ლარის შემოსავალი (დღგ-ს და აქციზის გარეშე) მიიღეს. კომუნიკაციების  მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, მობილური მომსახურებიდან იანვარ-მარტში მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.3 მლნ ლარით გაიზარდა.  

წლის 3 თვის შემოსავლები მობილური კომპანიების მიხედვით, შემდეგია: 

მაგთი – 52 092 903 ლარი

ჯეოსელი – 40 498 381 ლარი

Beeline – 18 098 156 ლარი

სილქნეტი – 206 961 ლარი

ჯიმობაილ – 36815 ლარი 

საქართველოში მობილურის 4,924,690 აბონენტია. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგია: 

მაგთი – 1,986,150

ჯეოსელი – 1,807,974

Beeline – 1,113,359

სილქნეტი – 16,028

ჯიმობაილ – 1,179 

გასულ წელთან შედარებით, მაგთის შემოსავალი 4.8 მლნ ლარით გაიზარდა; ჯეოსელის 3.1 მილიონით, ბილაინის კი 1.4 მილიონი ლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.