მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34,000-ს გადააჭარბა

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34,000-ს გადააჭარბა

ერთი კვირის წინ თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 34,000-ს გადააჭარბა. უახლეს მონაცემებს CNN-ი აქვეყნებს.

თურქეთის სასწრაფო დახმარების საკოორდინაციო ცენტრის, SAKOM-ის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29,605-ს შეადგენს. რაც შეეხება სირიას, ოფიციალური წყაროების მიერ დადასტურებული უკანასკნელი ცნობებით, ქვეყანაში კატასტროფამ 4,574 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეგახსენებთ, პირველი, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის არეალში 6 თებერვალს, თბილისის დროით 05:17 საათზე მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი კიდევ ერთი, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტო AHAD-ის ცნობით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თითქმის 650 ბიძგი დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *