მობილური ოპერატორების აბონენტები და APRU

მობილური ოპერატორების აბონენტები და APRU

მობილური კავშირგაბმულობის ბაზარი საქართველოში საკმაოდ სწრაფად და წარმატებულად ვითარდება. ბაზარი ბოლო 5 წელია, 4-დან 5.2 მილიონ აბონენტს მოიცავს, მობილური ოპერატორებს კი მათ გადასაბირებლად მრავალფეროვანი სერვისებისა და შეთავაზებების მიწოდება უწევთ.

მობილური ბაზარი საქართველოში საკმაოდ კონკურენტუნარიანია, დღეისთვის ბაზარზე 5 მობილური ოპერატორი ოპერირებს. 2018 წელის ივნისის თვის მონაცემებით, მათ 4,880,155 მილიონი აბონენტი ჰყავდათ. 6 თვეში ჯამური შემოსავალი 229.27 მლნ ლარს აჭარბებს.

Forbes-ის ფოკუსში 3 კომპანია მოხვდა, რომელთაც მობილური ბაზრის 99%-ი უჭირავთ. აბონენტების რაოდენობა შემცირებული აქვს მაგთის, რომელსაც ბაზრის 40% უჭირავს და ვიონი საქართველოს (22%). აღსანიშნავია, რომ ჯეოსელის (ბაზრის 37%) აბონენტების რაოდენობა 4%-ითაა გაზრდილი.

მეორე კვარტალში აბონენტისაგან მიღებული ყველაზე მაღალი საშუალო შემოსავალი (ARPU) მაგთის აქვს. ხუთივე ოპერატორის ჯამური ARPU 7.38 ლარი იყო, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.