წლის საუკეთესო ბანკირები

წლის საუკეთესო ბანკირები

მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემა Global Finance ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს.

2018 წლის Central Banker Report Cards-ში 90 ცენტრალური ბანკირი შეფასდა. ბანკირების შეფასება ძირითადად მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, ინფლაციის კონტროლს, საპროცენტო განაკვეთების მართვასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ეფუძნება. ე.წ. A და A- კატეგორიაში 16 ქვეყნის მთავარი ბანკირი მოხვდა.

A კატეგროიაში წლის საუკეთესო ბანკირების სია შემდეგია:

ავსტრალია – ფილიპ ლოიე

ჩილე – მარიო მერჩელ კულელი

ევროკავშირი – მარიო დრაგი

ისრაელი – კარნიტ ფლაგი

ქუვეითი – მუჰამედ ალ-ჰაშელი

ლიბანი – რიად სალამეჰი

მოროკო – აბდელატიფ იოუარი

პარაგვაი – კარლოს ვალდოვინოსი

რუსეთი – ელვირა ნაბიულინა

სამხრეთ კორეა – ლი იუ-იოელი

A- კატეგორიაში წლის საუკეთესო ბანკირებად დასახელდნენ:

ბრაზილია – ილან გოლდფანი

ბურგარეთი – დიმიტარ რადევი

კოლუმბია – იუან ეჩავარია

საქართველო – კობა გვენეტაძე

გაერთიანებული სამეფო – მარკ კერნი

ურუგვაი – მარიო ბერგარა.

“ცენტრალური ბანკების მმართველები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, ისეთების როგორიცაა რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა თუ ეკონომიკის დაცვა პოლიტიკური ძვრებისაგან. ჩვენი შეფასებები ავლენს სახელმწიფო ფინანსური სექტორის იმ ლიდერებს, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების ფონზე ინარჩუნებენ სადავეებს და წინ მიიწევენ, მაგრამ, ასევე მათაც, ვისაც უჭირთ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცვლილებებთან შეგუება”, – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *