მსოფლიო ბანკი: საქართველოს მოსახლეობა უნდა გახდეს ეკონომიკის კონტრიბუტორი

მსოფლიო ბანკი: საქართველოს მოსახლეობა უნდა გახდეს ეკონომიკის კონტრიბუტორი

World Bank-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. 2017 წელს ბანკი საქართველოში 3,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ბანკის ბოლო პროგნოზი კი 5,2%-ს შეადგენდა. მსოფლიო ბანკი მთავარ გამოწვევებად სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას, სიღარიბის მაჩვენებელს და სამუშაო ადგილებს ასახელებს. საქართველოში გატარებულ და სამომავლოდ გასატარებელ რეფორმებს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი აფასებს.

რა არის დღეს საქართველოში ძირითადი გამოწვევები,  რომელსაც მსოფლიო ბანკი ხედავს?

საქართველომ საკმაოდ კარგი სამუშაო გასწია, იმისთვის რომ გასულ წლებში არსებული შოკებისთვის თავი დაღწია. 2017 წლის პირველ კვარტალში დავნახეთ, რომ საქართველოდან ექსპორტი და ქვეყანაში შემომავალი ტურისტების რაოდენობა იზრდება. საქართველო ბოლო რამოდენიმე წელია მუშაობს იმისთვის, რომ სტრუქტურული რეფორმების იმპლემენტაცია მოახდინოს ეკონომიკაში. მცურავი გაცვლითი კურსი ამ მიზნების მისაღწევად მოსახერხებელია, რადგან ის აძლევს კერძო სექტორს საშუალებას გაიზარდს. ამჯერად ჩვენ ჩართულები ვართ საქართველოში საპენსიო რეფორმის და დეპოზტების დაზღვევის სისტემის დანერგვაში. საქართველოს საკმაოდ კარგად კაპიტალიზირებული საბანკო სექტორი აქვს, მაგრამ ქვეყანას სჭირდება მეტი სამუშაო ადგილები. კერძო სექტორი ზრდის მამოძრავებელი ძალაა, სწორედ კერძო სექტორი ქმნის ქვეყანაში სამუშაო ადგილებს. ვფიქრობ, საქართველოს წორ გზაზე დგას. საჭიროა რეფორმების განხორციელების გაგრძელება, რათა შემდგომ ეტაპზე გადახვიდეთ. საქართველოში უნდა დაიწყოს სამუშაო ადგილების შექმნა. საქართველოს მოსახლეობა უნდა გახდეს ეკონომიკის კონტრიბუტორი და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.

მსოფლიო ბანკი აქტიურად აკვირდება საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელს, როგორია დღეს მაჩვენებელი და რამდენად წარმატებულია ბოლო წლების შედეგი?

მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია. საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს იმ პოლიტიკის შედეგია რომელსაც მთავრობა ატარებს, მათ შორის სოციალური დახმარების და საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით. ჩვენ ვამაყობთ ამ მაჩვენებლით, ესაა დემონსტრაცია, რომ სწორი მაკროეკონომიკური რეფორმების საშუალებით შესაძლებელია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება.

სავალუტო ფონდმა საქართველოში ახალი პროგრამა დაიწყო, როგორ აფასებს მსოფლიო ბანკი ანგარიშს, რომელიც სსფ-ს პროგრამის დამტკიცებას ახლდა თან?

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივესალმებით ფონდის პროგრამის დაწყებას საქართველოში. აღნიშნული პროგრამა საკმაოდ ახლოსაა ჩვენს პროგრამასთან. თანხა რომელსაც საქართველო მიიღებს დაეხმარება ქვეყანას მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის გაძლიერებაში.

პროგრამის დამტკიცებას გარკვეული წინაპირობები ჰქონდა, მათ შორის საქართველოში კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონის მიღება…

საქართველო საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით განვითარებას მიაღწევს.  ვფიქრომ რომ საჯარო-კერძო პარტნიორობა საქართველოსთვის საუკეთესო გზაა რომ ეკონომიკურად გაიზარდოს. ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები საკმაოდ ძვირი ჯდება, ესაა ისეთი პროექტები სადაც ჩვენ შეგვიძლია რესურსის მობილიზება კერძო სექტორისგან. პოლიტიკის ეს მიმართულება საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. PPP პროექტებს ყველა ქვვეყანაში იყენებენ, ის კი ეხმარება მთავრობას შექმნას სერვისები ინფრასტრუქტურაში, რომელიც ეკონომიკას სჭირდება იმისთვის რომ გაიზარდოს. კანონმდებლობა მისასალმებელი ნაბიჯია და მსოფლიო ბანკი ამ საკითხზე მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს. მსგავსი პროექტები სწორად სტრუქტურირებული უნდა იყოს, რათა მისი იმპლემენტაცია წარმატებული იყოს. ამისი გზა კი სწორედ კანონმდებლობაა, რათა პროექტის განხორციელებისას კონფლიქტები არ წარმოიშვას.