მსოფლიოს ათი უმდიდრესი მილენიალი

მსოფლიოს ათი უმდიდრესი მილენიალი

Visual Capitalist-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 100-ზე მეტი ადამიანი ე.წ.მილენიალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 1981 წლიდან 1996 წლამდე დაიბადნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ უმდიდრესთა ჩამონათვალს 2 755 წევრი ჰყავს, ჯამში $13 ტრილიონის ოდენობის ქონებით.

სააგენტო Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მილენიალები უმდიდრესთა 3.8%-ს წარმოადგენენ, მათი წილი კი ჯამურ ქონებაში $573.1 მილიარდია.

1981-1996 წლებში დაბადებულ მილიარდერთა უმეტესობა, კერძოდ კი 33 ადამიანი, თავს აშშ-ში იყრის. მეორე ადგილზე ჩინეთია – ქვეყანა, სადაც 23 მილიარდერი მილენიალი ცხოვრობს. შტატების შემთხვევაში, წარმატებული ახალგაზრდებიდან უმეტესობა ციფრულ სამყაროსთან ასოცირდება – იქნება ეს Snapchat-ი, Airbnb, Facebook-ი თუ სხვა. თუმცა საყურადღებოა, რომ ზოგიერთის სიმდიდრე მემკვიდრეობას უკავშირდება. ასეთია 35 წლის ლუკას უოლტონიც, Walmart-ის დამფუძნებელ სემ უოლტონის შვილიშვილი.

გთავაზობთ ათი უმდიდრესი მილენიალის სიას:
სახელიასაკიქონებაქვეყანასიმდიდრის წყარო
მარკ ცუკერბერგი36$97 მილიარდიაშშFacebook
ჭანგ იმინგი37$35.6 მილიარდიჩინეთიTikTok
იან ხუეიანი39$29.6 მილიარდიჩინეთიCountry Garden
დასტინ მოსკოვიცი36$17.8 მილიარდიაშშAsana
სუ ჰუა39$17.8 მილიარდიჩინეთიKuaishou
პაველ დუროვი36$17.2 მილიარდირუსეთიVK
ლუკას უოლტონი34$15.6 მილიარდიაშშWalmart
ედუარდო სავერინი39$14.6 მილიარდიბრაზილიაFacebook
ჩენ იუქსიაო37$14.1 მილიარდიჩინეთიKuaishou
ბრაიან ჩესკი39$13.7 მილიარდიაშშAirbnb

შეგახსენებთ, რომ მილიარდერთა ჩამონათვალს 2021 წლისათვის 493 ახალი წევრი შეემატა, რამაც საერთო ქონება $8 ტრილიონით გაზარდა. უმდიდრესთა 86%, წინა წელთან შედარებით, ახლა მეტ ფულს ფლობს. რა თქმა უნდა, ეფექტი მილენიალებზეც გავრცელდა. უფრო კონკრეტულად, ყველაზე წარმატებულთაგან ხუთის ქონება ასე შეიცვალა:

  1. მარკ ცუკერბერგი: +$35 მილიარდი
  2. ჭანგ იმინგი: +$19.4 მილიარდი
  3. იან ხუეიანი: +$9.3 მილიარდი
  4. დასტინ მოსკოვიცი: +$8.5 მილიარდი
  5. სუ ჰუა: +$14.9 მილიარდი

ცხადია, მიმდინარე წელი ყველასთვის ერთნაირად უხვი არ არის. მაგალითისთვის, ლუკას უოლტონის სიმდიდრე თითქმის $3 მილიარდით შემცირდა.

ცნობისთვის, მილენიალების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემების მიხედვით, 1.8 მილიარდია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *