მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლები

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებლები
  • იაპონური L0 Series Maglev-ი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებელია, 374 მილი/წმ-ში ან 602 კმ/სთ-ში მაქსიმალური სიჩქარით. ნიუ-იორკ-სიტიდან მონრეალამდე არსებული მანძილის დასაფარავად, მას საათზე ნაკლები დასჭირდება.
  • ჩინეთში გვხვდება რვა ყველაზე სწრაფი მატარებლიდან – ოთხი და მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი.

მას მერე, რაც 1802 წელს პირველი ორთქლმავალი შეიქმნა, მატარებელი საზოგადოებრივი ცხოვრების მამოძრავებელ ძალად იქცა.

ორთქლმავალმა მატარებელმა, რომელიც ინდუსტრიული რევოლუციის გარიჟრაჟზე, ბრიტანეთში შეიქმნა, ადამიანების გადაყვანისა და საქონლის გადაზიდვის კუთხით, იმპერიას უპრეცედენტო უპირატესობა მიანიჭა. სულ მალე ორთქლმავალმა მთელი მსოფლიო მოიარა, რა დროსაც საკუთარი სარკინიგზო ქსელების შექმნა სხვა ერებმაც დაიწყეს, რათა ზრდა დაეჩქარებინათ და ვაჭრობისათვის ხელი შეეწყოთ.

ისე კი, სარკინიგზო ხაზების აგების გარდა, ერებმა უფრო სწრაფი მატარებლების შექმნაც დაიწყეს. 1964 წელს იაპონიაში პირველი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი, Tōkaidō Shinkansen-ი, ანუ ე.წ. „ტყვია-მატარებელი“ შეიქმნა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 124 მილი/სთ-ს ან 200 კმ/სთ-ს აღემატებოდა.

საინტერესოა, რა პარალელების გავლება შეიძლება სხვა ქვეყნებთან და მატარებლებთან.

მოდი, ჟურნალ Time and Leasure-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მსოფლიოს უსწრაფესი მატარებლები მიმოვიხილოთ.

სად გვხვდება მსოფლიოს უსწრაფესი მატარებლები?

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩქაროსნული მატარებლების რევოლუცია იაპონიაში დაიწყო და ეს ქვეყანა დღესაც სიის სათავეში გვხვდება.

გარდა იმისა, რომ იაპონიის ყველაზე სწრაფი „ტყვია-მატარებელის“ (N700A Shinkansen-ის) მაქსიმალური სიჩქარე 186 მილი/ სთ-ში ან 300 კმ/სთ-შია, ქვეყნის ახალი ძვრები მაგნიტური ლევიტაციის (ინგლ. Maglev) მიმართულებით სიჩქარის რეკორდებს ხსნის.

მეტიც, მსოფლიოს ორი ყველაზე სწრაფი მატარებელი მაგნიტური ლევიტაციის ტექნოლოგიას ეფუძნება – მათში მაგნიტების ორი ნაკრები არის გამოყენებული, რომლებიც მატარებელს წინ, ყოველგვარი ხახუნის გარეშე მიაქანებენ.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონური L0 Series Maglev-ის წარმოება ჯერ არ დასრულებულა, 374 მილი/სთ-ში ან 602 კმ/სთ-ში მიწის სიჩქარით, ის მსოფლიოს უსწრაფესი მატარებელია.

ჩინეთის უსწრაფეს მატარებლებს იაპონური მატარებლების გასწრება სურთ.

ჩინეთის სახით, იაპონიას მძლავრი კონკურენტი ჰყავს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გრძელ ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელს ფლობს და თან, ინფრასტრუქტურაში საგრძნობ ინვესტიციას აბანდებს.

ჩინეთში უკვე არის მაგნიტური ლევიტაციის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მატარებელი, სახელწოდებით Shanghai Maglev-ი, რომელიც ქალაქის ცენტრსა და საერთაშორისო აეროპორტს შორის დადის. ქვეყნის მიერ წარდგენილმა უახლესმა მატარებელმა 373 მილი/სთ-ში ან 600 კმ/ სთ-ში მიწის სიჩქარეს მიაღწია.

მისი წარდგენისას, მაგნიტურ ლევიტაციაზე დაფუძნებული ეს ახალი მატარებელი მსოფლიოში უსწრაფეს მუშა მატარებლად მოიხსენიეს, რო – მელიც, ჯერჯერობით, წარმოების ციკლს გადის. თუმცა მის ექსპლუატაციაში შესვლამდე, სატესტო სიჩქარის რეკორდი L0 სერიის მატარებელს ეკუთვნის.

ცნობისთვის, მსოფლიოს რვა ყველაზე სწრაფი მატარებლიდან ოთხი ჩინეთში გვხვდება. იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად, ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელებისა და სიჩქარის რეკორდების უმრავლესობა სწორედ აზიის კონტინენტზე მოდის.

თუმცაკი, მაგნიტურ ლევიტაციაზე დაფუძნებული აზიური მატარებლები სულაც არ არიან მარტო: სიაში ჩვეულებრივი ევროპული ელექტრომატარებლებიც მოხვდნენ, მათ შორის ფრანგული TGV POS-ი და იტალიური Frecciarossa 1000-ი, რომელთა სიჩქარე შესაბამისად, 357 მილი/წმ-ში (575 კმ/სთ) და 245 მილი/წმ-შია (394 კმ/სთ).

 

წყაროები:

  1. Carrick, E. (2021, March 23). The World’s Fastest High-speed Trains. Travel + Leisure.
  2. Hood, B. (2021, July 22). China’s New 373 MPH Bullet Train Is Now the World’s Fastest Land Vehicle. Robb Repor
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.