საქართველოს ყველაზე მაღალი შენობების რეიტინგი

საქართველოს ყველაზე მაღალი შენობების რეიტინგი

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო 5-7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ინვესტორთა და მყიდველთა ინტერესი. ყველაზე მეტად ეს ინტერესი მზარდია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრისადმი, სადაც არაერთი მაღალი კლასის საინვესტიციო პროექტი განხორციელდა. დღეს საქართველოს ყველაზე მაღალი შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბათუმშია თავმოყრილი და მათ რამდენიმე წელიწადში კიდევ არაერთი 100 და 200 მეტრზე მაღალი ნაგებობაც შეემატება.

ამჟამად მშენებარე პროექტებს შორის ყველაზე მაღალია „ალიანს ცენტროპოლისის“ პროექტი, რომელიც 3 კოშკს, ბიზნესცენტრსა და სავაჭრო ცენტრს აერთიანებს. 57-სართულიანი პროექტის მთლიანი ფართობი 410,000 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, ხოლო მისი საინვესტიციო ღირებულება $300 მილიონზე მეტია.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ ნაგებობებს, მათ შორის ყველაზე მაღალია თბილისის სატელევიზიო ანძა, რომლის სიმაღლეც 275 მეტრია, თუმცა კონსტრუქციის დანიშნულება ჯერჯერობით მხოლოდ ტექნიკურია და მას მომავალში შესაძლოა კაფეები და რესტორნებიც დაემატოს. არსებულ ნაგებობებს შორის მეორე ადგილზეა ბათუმის „ლე მერიდიენი“, რომელიც 205 მეტრის სიმაღლისაა.

დასრულებას უახლოვდება ასევე ბათუმში მდებარე Azure Tower-ი, რომელიც 171 მეტრის სიმაღლისაა და 50 სართულისგან შედგება. ასევე თითქმის დასრულებულია „ალიანს ფრივილიჯის“ 182-მეტრიანი კოშკიც, რომელიც 53 სართულს აერთიანებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $80 მილიონი დოლარია.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე კი ყველაზე მაღალი ნაგებობა „აქსის თაუერსის“ ტყუპი კოშკებია, რომლებიც 37 სართულისგან შედგება და რომელთა სიმაღლე 149.6 მეტრია.

დაგეგმილ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია „ბათუმი რივიერა“, რომელიც 5 100 მეტრზე მაღალ ნაგებობას გააერთიანებს, მათ შორის ყველაზე მაღალი 56-სართულიანი, 205 მეტრის სიმაღლის კოშკი იქნება.

1. თბილისის სატელევიზიო ანძა
სიმაღლე: 275.0 მეტრი
2. Le Meridien ბათუმი
სიმაღლე: 205.0 მეტრი
3. ალიანს ცენტროპოლისი (დაგეგმილი)
სიმაღლე: 200.5 მეტრი
4. ალიანს ფრივილიჯი (მშენებლობა სრულდება)
სიმაღლე: 182.2 მეტრი
5. Azure Tower Batumi (მშენებლობა სრულდება)
სიმაღლე: 171.0 მეტრი
6. ორბი სითი
სიმაღლე: 168.0 მეტრი
7. პორტა ბათუმი თაუერი
სიმაღლე: 158.2 მეტრი
8. აქსის თაუერსი
სიმაღლე: 149.6 მეტრი
9. ალიანს ჰაილაინი (მშენებლობა სრულდება)
სიმაღლე: 138.0 მეტრი
10. ბილტმორ თბილისი
სიმაღლე: 136.0 მეტრი
11. ორბი ბიჩ თაუერი
სიმაღლე: 136.0 მეტრი
12. ალიანს პალასი
სიმაღლე: 135.0 მეტრი
13. ანბანის კოშკი
სიმაღლე: 130.0 მეტრი
14. ქინგ დევიდ
სიმაღლე: 117.7 მეტრი
15. ორბი სი თაუერსი
სიმაღლე: 108.5 მეტრი
16. თბილისი გარდენს
სიმაღლე: 108.0 მეტრი
Previous
Next

N

შენობა

სიმაღლე (მ.)

სართული

ფართობი (კვ.მ.)

1

თბილისის სატელევიზიო ანძა

275.0

2

LE MERIDIEN ბათუმი

205.0

40

3

ალიანს ცენტროპოლისი (მშენებარე)

200.5

57

410,469

4

ალიანს ფრივილიჯი (მშენებლობა სრულდება)

182.2

53

84,000

5

AZURE TOWER BATUMI (მშენებლობა სრულდება)

171.0

50

66,579

6

ორბი სითი

168.0

47

200,000

7

პორტა ბათუმი თაუერი

158.2

46

70,277

8

აქსის თაუერსი

149.6

37

89,491

9

ალიანს ჰაილაინი (მშენებლობა სრულდება)

138.0

40

70,997

10

ბილტმორ თბილისი

136.0

32

44,707

11

ორბი ბიჩ ჩაუერი

136.0

43

61,000

12

ალიანს პალასი

135.0

39

74,941

13

ანბანის კოშკი

130.0

14

ქინგ დევიდ

117.7

31

79,393

15

ორბი სი თაუერსი

108.5

33

60,000

16

თბილისი გარდენს

108.0

30

36,541

სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ბათუმის მერიიდან და თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება.

დატოვე კომენტარი

77 კომენტარი

  1. You actually make it appear really easy with your presentation however I in finding
    this topic to be really something which I believe I would never understand.

    It seems too complicated and extremely extensive for me. I am having a look forward to your subsequent submit, I will
    attempt to get the cling of it!

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.