მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი ფირმა მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე გადადის

მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი ფირმა მუშაობის ჰიბრიდულ მოდელზე გადადის

მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი აქტივების განმკარგველი State Street-ი მანჰეტენზე მდებარე ორ ოფისს ხურავს, რადგან Wall Street–ის ფირმა ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. State Street-ი, ბოლო მონაცემებით, $3.5 ტრილიონ დოლარის აქტივებს მართავს.

State Street–ის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს წნეხს კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეებზე — პანდემიამ შეცვალა ადამიანების მუშაობის გრაფიკი და გარემო, რაც მკვეთრად აისახება უძრავი ქონების ბაზარზე.

CNN– ის  ცნობით, State Street, რომელიც დაახლოებით $3.5 ტრილიონ დოლარს მართავს, როკფელერის ცენტრის მახლობლად მდებარე საკუთარ ოფისებს ხურავს. ეს თავის მხრივ გავლენას მოახდენს იმ 500–მდე თანამშრომელზე, რომელიც ადრე ამ ოფისში მუშაობდა.

„ჩვენი ჰიბრიდული გრაფიკით მომუშავე თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცის ძიების პროცესში გულმოდგინედ ვაფასებთ ნიუ–იორკის უძრავი ქონების ბაზარს და უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი მოთხოვნილებების შესაბამისი ადგილები მოვიძიოთ“ – ნათქვამია State Street–ის განცხადებაში.

ცნობისთვის, State Street–ის თანამშრომლები ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარე წლის მაისიდან მუშაობენ.

ფირმის განცხადებით, თანამშრომლებს წვდომა ექნებათ სხვა სამუშაო ადგილებზე ნიუ ჯერსიში, სტენფორდში და კონექტიკუტში. „მოხარულნი ვართ, რომ ნიუ–იორკის შტატის თანამშრომლები, მათ შორის ჩვენი გლობალური აღმასრულებელი ხელმძღვანელობის ჯგუფის წევრები, მიესალმებიან და იზიარებენ ჩვენს ჰიბრიდულ სამუშაო მოდელს“ – ნათქვამია State Street–ის განცხადებაში.