2022 წელი გლობალური საფონდო ბირჟისთვის გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა – ერთ წელში S&P 500 ინდექსი 16%-ით დაეცა; Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი კი დაახლოებით 28%-ითაა შემცირებული. აღნიშნული მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა, რაც უმეტესწილად გლობალური მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებითა და რეკორდულად გაზრდილი ინფლაციითაა განპირობებული.
გასულ წლებთან შედარებით, უმსხვილესი კომპანიების გლობალურ რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, პირველ რიგში, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ათეულს გამოეთიშა და ის ამჟამად მე-17 ადგილს იკავებს. აგრეთვე არასახარბიელო შედეგებით დასრულდა წელი Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანიის, Meta-სათვის, რომელიც ამჟამად მე-20 ადგილზეა, ნაცვლად ტოპ-ათეულისა.
მსოფლიო მასშტაბით ენერგორესურსების მკვეთრად გაძვირების ფონზე, ათეულში გამოჩნდა უმსხვილესი ამერიკული ენერგეტიკული კომპანია – Exxon Mobil-ი.
რეიტინგის სათავეში კი $2-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ია, რომელმაც 2022 წელს რამდენიმე თვით პირველობა Saudi Aramco-ს დაუთმო, თუმცა წლის ბოლოსთვის მან მაინც მოახერხა ლიდერის პოზიციის დაბრუნება.
გთავაზობთ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:
1. Apple – $2.07 ტრლნ
2. Saudi Aramco – $1.86 ტრლნ
3. Microsoft $1.70 ტრლნ
4. Google – $1.15 ტრლნ
5. Amazon – $916 მლრდ
6. Berkshire Hathaway – $698 მლრდ
7. Visa – $468 მლრდ
8. Johnson & Johnson – $458 მლრდ
9. UnitedHealth – $454 მლრდ
10. Exxon Mobil – $453 მლრდ
11. Tencent – $449 მლრდ
12. TSMC – $421 მლრდ
13. LVMH – $412 მლრდ
14. JPMorgan – $406 მლრდ
15. Nvidia – $396 მლრდ
16. Walmart – $390 მლრდ
17. Tesla – $375 მლრდ
18. P & G – $360 მლრდ
19. Mastercard – $357 მლრდ
20. Meta – $349 მლრდ