ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი კომპანიები მსოფლიოში

ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი კომპანიები მსოფლიოში

პანდემიის დროს მოთხოვნის ფაქტობრივად არარსებობის გამო ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დაზარალდა. ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი გლობალურად 4.5%-ით დაეცა 2019 წელთან შედარებით. ნავთობზე მოთხოვნა კი 9%-ით შემცირდა. მეტიც, 2020 წლის აპრილში იყო შემთხვევა, როდესაც WTI-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ნულსაც ჩამოსცდა, რაც 1983 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველდღიური ვარდნა იყო.

სფეროს ექსპერტები ამ პერიოდში ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდებოდა, თუმცა ამჟამინდელი სიტუაცია სრულიად სხვა სურათს ასახავს. პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცედურებმა ენერგიაზე მოთხოვნა მაქსიმალურად გაზარდა, რამაც სამყარო ენერგოკრიზისის, ენერგოდეფიციტის ზღვრამდე მიიყვანა. WTI-ის ნავთობის ფასი ამჟამად ხუთი წლის უმაღლეს ნიშნულზეა. მისი ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 80 დოლარს უდრის. თემის აქტუალობიდან გამომდინარე კი წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობისა და გაზის კომპანიებს.

Visual Capitalist

პირველი ადგილი ამ სიაში, ბუნებრივია, საუდის არაბულ კომპანიას, Saudi Aramco-ს უკავია. მისი საბაზრო კაპიტალის ღირებულება თითქმის 2 ტრილიონი დოლარია, რაც მას მსოფლიოში მესამე ყველაზე მსხვილ კომპანიად აქცევს.

მეორე და მესამე ადგილები ამერიკულ კომპანიებს, ExxonMobil-სა და Chevron-ს უკავიათ. მათი საბაზრო კაპიტალის ღირებულებები კი, შესაბამისად, 257 და 205 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. აშკარაა ისიც, რომ პირველ და მეორე/მესამე ადგილზე მყოფ კომპანიებს შორის კაპიტალის სხვაობა ათმაგია.

სიაში მეოთხე და მეხუთე ადგილს ნიდერლანდური კომპანია Shell-ი და ჩინური PetroChina იკავებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *