ომის ფონზე ევროკავშირი საყოფაცხოვრებო საწვავზე ფასების სუბსიდირებას გეგმავს

ომის ფონზე ევროკავშირი საყოფაცხოვრებო საწვავზე ფასების სუბსიდირებას გეგმავს

უკრაინაში რუსული საომარი მოქმედებების ფონზე, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები საყოფაცხოვრებო საწვავზე ფასების სუბსიდირებასა და ენერგორესურსების ფასების მატებით დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერის განცხადებით, ერთობლივი სტრატეგია ევროკომისიის შემოთავაზებას ეყრდნობა, რაც უკრაინის კრიზისთან გასამკლავებლად, ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო დახმარებებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითვალისწინებს.

ევროკავშირის სტრატეგიას სამი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი – საფრანგეთის მსგავსად, ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც საწვავის ფასების მკვეთრი ზრდით დაზარალებული ოჯახების ხელშეწყობა. მეორე – დაზარალებული კომპანიების დახმარება, იქნება ეს მთავრობის მიერ გარანტირებული სესხი თუ გრანტი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ენერგიას მოიხმარენ. და მესამე –  რუსული იმპორტისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად, ენერგორესურსების დივერსიფიკაცია.

ენერგოდივერსიფიკაცია, მარაგების შექმნა და ინვესტიციების დაჩქარება ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მთავარი ინსტრუმენტებია. ამჟამად რუსეთი ბლოკის უმსხვილესი ენერგომიმწოდებელია, ბუნებრივი აირის 45%-იანი წილით. გარდა ამისა, რუსეთზე იმპორტირებული ნავთობის მეოთხედზე მეტი და ქვანახშირის მიწოდების ნახევარიც მოდის.

მსგავსი ინვესტიციების დაფინანსება კი ევროკავშირის ქვეყნებს საკმაოდ იაფი სესხებიდან შეუძლიათ, რომლებიც ევროკავშირის აღდგენის ფონდის ფარგლებშია ხელმისაწვდომი. 2023 წლის აგვისტომდე წევრ ქვეყნებს, ინვესტიციებისა და რეფორმების დასაფინანსებლად, €200- მილიარდამდე მოთხოვნის უფლება აქვთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *