OnlyFans პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტს აღარ დაბლოკავს

OnlyFans პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტს აღარ დაბლოკავს

OnlyFans-ი პლატფორმიდან პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტს აღარ დაბლოკავს. მათი განცხადებით, კომპანიამ უზრუნველყო ყველა სახის გარანტია, რომელიც მრავალფეროვანი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია. როგორც იცით, პლატფორმამ, ინვესტორების მოზიდვისა და პოპულარობის გაზრდის მიზნით, 1 ოქტომბრიდან პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.

The Financial Times-თან გაკეთებულ ინტერვიუში, OnlyFans-ის დამფუძნებელმა ტიმოთი სტოკლიმ განაცხადა, რომ ბანკების ზეწოლის გამო შეუძლებელი გახდა არსებული ბიზნესის წარმოება და კომპანიას პოლიტიკის ცვლილების გარდა სხვა გზა არ დარჩა. თუმცა, სტოკლიმ დაამატა, ისიც, რომ ისინი ბანკების თანხმობის შემთხვევაში, პლატფორმაზე პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტს კვლავ განათავსებდნენ.

ბრიტანულმა სერვისმა საკუთარ პლატფორმაზე პორნოგრაფიული კონტენტის განთავსების გაგრძელებასთან დაკავშირებით Twitter-ის საშუალებით განაცხადა. გარდა ამისა, კომპანიამ მხარდამჭერებს გვერდში დგომისათვის და ხმის ამაღლებისთვის მადლობა გადაუხადა.

OnlyFans-მა პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტის დაბლოკვის შესახებ განცხადება გასულ ხუთშაბათს გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი მილიარდდოლარიანი ინვესტიცია გახდა, რომელიც სერვისის სამომავლო განვითარებას და მეინსტრიმ კომპანიად გარდაქმნას ისახავდა მიზნად. OnlyFans-ის განცხადებას მალევე მოჰყვა უკმაყოფილება კონტენტის ავტორების მხრიდან, რომლებიც თვლიან, რომ ონლაინ ბიზნესის პოპულარობა, სწორედ პლატფორმაზე პორნოგრაფიული შინაარსის მასალების განთავსებამ განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ OnlyFans ბრიტანული კომპანიაა, რომელიც 2016 წელს ანტერპრენერმა ტიმოთი სტოკლიმ, მამასთან და მის ძმასთან ერთად დააარსა. სერვისი განსაკუთრებით პოპულარული 2020 წელს პანდემიის პერიოდში გახდა. კომპანიის წმინდა შემოსავალმა 2020 წელს $375 მილიონი შეადგინა. წინასწარი პროგნოზით, კომპანიის შემოსავლები 2021 წლისთვის $1.2 მილიარდამდე, ხოლო 2022 წელს $2.5 მილიარდიან ნიშნულამდე უნდა გაიზარდოს. პოპულარობის გაზრდის კვალდაკვალ კი OnlyFans-ის 75%-იანი წილის მფლობელი ლეონიდ რადვინსკი მილიარდერთა სიას შეუერთდა. OnlyFans-ის მთავარი აქციონერის ბუნდოვან წარსულთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება Forbes-მა აწარმოა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *