ინვესტორებმა წელს საჰაერო ტაქსის სტარტაპები  რეკორდული $4.3მილიარდით დააფინანსეს

ინვესტორებმა წელს საჰაერო ტაქსის სტარტაპები  რეკორდული $4.3მილიარდით დააფინანსეს

მომავალი თაობის საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებზე მიმართული დაფინანსება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 80%–ზე მეტად გაიზარდა. ინვესტორებმა წელს რეკორდულად მაღალი $4.3 მილიარდი მიმართეს სტარტაპებისკენ, რომლებიც საჰაერო ტაქსის განვითარებას ცდილობენ. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ისინი „ახალ ტესლას“ აღმოაჩენენ.

სინგაპურმა განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლომდე ის მსოფლიოში პირველ კომერციულ ელექტრო საჰაერო ტაქსის მომსახურებს შესთავაზებს მოქალაქეებს. ამ ეტაპზე სინგაპური გერმანულ სტარტაპ Volocopter–თან თანამშრომლობს.

აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდული თანხა მხოლოდ რვა თვის შედეგია და წლის ბოლომდე სავარაუდოდ გაიზრდება.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ დამწყებ კომპანიებს ჯერ კიდევ არ აქვთ მფრინავი სატრანსპორტო საშუალების  პროტოტიპი, რომელსაც შეუძლია მგზავრების გადაყვანა, ინვესტორები მაინც აქტიურად განაგრძობენ მათ დაფინანსებას.

პიტერ ჰაროპმა, ტექნოლოგიური საკონსულტაციო  კომპანია IDTechEx–ის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ საჰაერო ტაქსის ინდუსტრიის ნაწილს პერსპექტიული მომავალი აქვს, მაგრამ  ასევე აღნიშნავს, რომ მილიარდობით დოლარის ჩადება „ახალი ტესლას“ საპოვნელად საკმაოდ სარისკოა.

ინდუსტრიის ყველაზე დიდი გამოწვევად კვლავ ავიაციის უსაფრთხოების მარეგულირებლების მიერ სერტიფიცირება რჩება. მარია ალგარ რუისმა, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს თვითმფრინავების პროგრამის მენეჯერმა თქვა, რომ მარეგულირებლის პროგნოზით,  „პირველი კომერციული პილოტირებული საჰაერო ტაქსის ოპერაციები 2024-25 წლებში განხორციელდება“.

დიდ ბრიტანეთში, ჰითროუს და ლონდონის საქალაქო აეროპორტები  მუშაობენ ბრაზილიური თვითმფრინავების მწარმოებელ Embraer-თან და მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად, რათა გამოიკვლიონ, როგორ შეიძლება რეგიონალური საჰაერო სივრცის ხელახალი დიზაინის შემუშავება, რათა უზრუნველყონ დაბალი სიმაღლის საფრენი საჰაერო ტაქსების უსაფრთხოდ განთავსება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *