ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 31 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 31 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში, 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 31%-ით (98 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 24%-ით (175 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2021 წლის ოქტომბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 411 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 904 მლნ დოლარი შეადგინა.

ოქტომბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -493 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის ოქტომბრის უარყოფით ბალანსზე 77 მლნ დოლარით მეტია.

ათი თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 25%-ით, ხოლო იმპორტი 22%-ით გაიზარდა. 10 თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4.5 მლრდ დოლარია, გასული წლის ცხრა თვეში აღნიშნული მაჩვენებელი -3.7 მლრდ დოლარი იყო – შესაბამისად, დეფიციტი 811 მლნ დოლარით გაიზარდა.

ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ნოემბერს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *