პარასკევი Zoom-ის გარეშე

პარასკევი Zoom-ის გარეშე

კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად მუშაობამ დასაქმებულებში მასტაბური დაღლილობა გამოიწვია.  აღნიშნულთან დაკავშირებით, Citigroup Inc-მა მიიღო გადაწვეტილება, რომ პარასკევი გამოეცხადებინა ვიდეოზარებისგან თავისუფალ დღედ –  „დღე Zoom-ის გარეშე“.

Citigroup Inc.-ი ამერიკული საინვესტიციო ბანკისა და ფინანსური მომსახურების კორპორაციაა, რომელიც სიდიდით მესამე საბანკო დაწესებულებაა შეერთებულ შტატებში. კორპორაციას 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიში აქვს და მსოფლიო მასშტაბით 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეინ ფრეიზერის განცხადებით, კორპორაციის ეს გადაწყვეტილება უკან დახევას არ მოიაზრებს. დამსაქმებლებისთვის აშკარა გახდა, რომ საჭიროა Zoom–ით გამოწვეული გადაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლა. რა თქმა უნდა, „უოლ-სტრიტი“ მკაცრი სამუშაო გრაფიკითაა ცნობილი, თუმცა  დისტანციური მუშაობით გამწვავებული სიტუაცია ადამიანების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

ჯეინ ფრეიზერმა 28 მაისი კომპანიის დღესასწაულად და დასვენების ოფიციალურ დღედ გამოაცხადა. Citigroup–მა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ შესაძლებელი იქნება ბანკებში „ჰიბრიდული“ სამუშაო სისტემის შექმნა, რაც საშუალებას მისცემს დასაქმებულებს, იმუშაონ როგორც ოფისში, ასევე დისტანციურად.

ცნობისთვის,  გასულ კვირას Goldman Sachs–ის უმცროსი საინვესტიციო ოფიცრები ჭარბ სამუშაო დატვირთვას აპროტესტებდნენ და კვირის სამუშაო განაკვეთის  80 საათამდე შემცირებას ითხოვდნენ. შესაბამისად, მსხვილი კომპანიები ან თავად აანალიზებენ, ან ზეწოლის შედეგად მიდიან დასკვნამდე, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი სტრატეგია უნდა გაატარონ. კომპანიები მსოფლიო მასშტაბით აქტიურად მუშაობენ სამუშაო პირობების ადაპტირებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *