რა გზებით შეიძლება სტუდენტებისთვის გლობალური გამოცდილების გაზიარება

რა გზებით შეიძლება სტუდენტებისთვის გლობალური გამოცდილების გაზიარება

მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა მსოფლიოს დინამიკა შეცვალა, განსაკუთრებულად რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სტუდენტები, რომლებსაც გაცვლითი პროგრამებით გლობალური გამოცდილების მიღება სურდათ. ბევრმა მათგანმა უცხოეთში განათლების მიღების შანსი დაკარგა. პანდემიის გამო, აღნიშნული საკითხის გადაჭრა უპირველეს პრიორიტეტად იქცა, ვინაიდან საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდები უცხოეთში განათლებისას იღებენ, მათ მომავლის ლიდერებად აყალიბებს.

რისი გაკეთება შეუძლიათ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ სიტუაციაში? აღსანიშნავია, რომ  უნივერსიტეტებს ახალი მიდგომების შემუშავება უკვე მოუწიათ, თუმცაღა განათლების ამ ფორმამ შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ განათლების გლობალურმა გამოცდილებამ თავისი არსი არ დაკარგოს – აღნიშნული სწავლის ინტერნაციონალიზაციას გულისხმობს, რაც დღევანდელ სამყაროში სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააღრმაონ საკუთარი განვითარების პერსპექტივები.

კორონავირუსის პირობებში საჭიროა, სასწავლო დაწესებულებებმა „საზღვრების გადაკვეთის“ ახალი გზები შეიმუშაონ. სტუდენტებს მარტივად უნდა შეეძლოთ საზღვრების გადაკვეთა, აღნიშნულის ფიზიკურად განუხორციელებლობის შემთხვევაში, ახალი კონცეფციები თუ ტექნოლოგია სწორად უნდა იყოს გამოყენებული. საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ, ვირტუალური სწავლების მოდელი ბევრად ეფექტიანი გახადონ იმ შემთხვევაში, თუ კურსები დატვირთული იქნება კონკრეტული ქვეყნის კულტურული გამოცდილებებითაც.

მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა უცხოეთში სტაჟირებების გავლის საკითხიც. უცხოური ორგანიზაციების ინტერესშია, რომ სტაჟირება უცხოეთში დისტანციურად, მაგრამ უდიდესი ეფექტიანობით მუშაობდეს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად სტუდენტებს ახალი კავშირები სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კომპანიებმა ვირტუალური სამუშაო გარემოები შექმნან, რაც სტუდენტებს მუშაობის დინამიკაში მაქსიმალურად ჩართავს.

საბოლოოდ, სამომავლოდ შემუშავებული აღნიშნული მეთოდები სასურველია, საყოველთაო გახდეს და მრავალი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებს ჰქონდეთ საშუალება, ვირტუალურად მიიღონ განათლება და გამოცდილება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.