„პეივ ბანკი“ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების Sifted 100: DACH & CEE-ის წლევანდელ რეიტინგში საქართველოს სახელით მეოთხე პოზიციაზე დასახელდა

„პეივ ბანკი“ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების Sifted 100: DACH & CEE-ის წლევანდელ რეიტინგში საქართველოს სახელით მეოთხე პოზიციაზე დასახელდა

საქართველოში მოქმედი ციფრული ბანკი „პეივ ბანკი” ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების წლევანდელ რეიტინგში, Sifted 100: DACH & CEE, მეოთხე პოზიციაზე დასახელდა და საქართველო რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის წარმოაჩინა.

რეიტინგი გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის (DACH) და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან, სწრაფად მზარდ სტარტაპებს აერთიანებს. წლევანდელ რეიტინგში 26 ქვეყნის 100 სტარტაპია წარმოდგენილი.

რეიტინგი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ მოზიდული კაპიტალის მოცულობაზე, არამედ კომპანიის შემოსავალსა და რეალურ ბიზნესზრდაზე. ძირითადი მაჩვენებელია შემოსავლის ზრდა, ასევე ზრდის სხვა ინდიკატორები – კლიენტების რაოდენობიდან აქტივებისა და ოპერაციების მოცულობამდე.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგში საქართველო წარმოვადგინეთ და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპად დავსახელდით. ეს აღიარება ასახავს არა მხოლოდ იმას, თუ სად ვართ დღეს, არამედ იმ პროგრესსაც, რომელსაც ოპერირების ბოლო 18 თვის განმავლობაში მივაღწიეთ – თვიდან თვემდე ყველა მაჩვენებლით ვიზრდებით. „პეივ ბანკის” გუნდი დაუღალავად შრომობს, რომ კლიენტებს საუკეთესო პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ და ყველაფერი 24/7 რეჟიმში მუშაობდეს – ისე, როგორც ეს გლობალურ კომერციას სჭირდება. სწორედ ამ ხელშესახებმა პროგრესმა განაპირობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ციფრული ბანკი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სტარტაპ რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე დასახელდა”, – აღნიშნავს სალიმ დჰანანი, „პეივ ბანკის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ოპერირების დაწყების პირველივე დღიდან „პეივ ბანკის” სტრატეგია შემოსავლების ზრდაზე ფოკუსსა და მდგრად, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ოპერაციულ მოდელს აერთიანებს.

გასულ წელს „პეივ ბანკმა” 39 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა წამყვანი გლობალური ინვესტორებისგან, რომელთა შორის არიან Accel Partners, Tether Investments, Quona Capital, Wintermute, Helios Digital Ventures, Financial Technology Partners, Yolo Investments, Kazea Capital და GC&H Investments.

ინვესტიცია „პეივ ბანკის” კორპორატიული და ინსტიტუციური ბანკინგის მიმართულების გაფართოებას ემსახურება, რომელიც ტრადიციულ ფინანსურ სერვისებსა და რეგულირებულ ციფრულ აქტივებს აერთიანებს.

„ჩვენთვის სწრაფი ზრდა ციფრებზე ბევრად მეტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზრდა კლიენტების რეალურ საჭიროებებს, ნდობასა და გრძელვადიან ღირებულებას ეფუძნებოდეს. ვამაყობთ, რომ იმ კომპანიებს შორის ვართ, რომლებიც DACH-ისა და CEE-ის ტექნოლოგიური სექტორის შემდეგ თავს წერენ. Sifted 100-ის ხუთეულში, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპის დასახელება, „პეივ ბანკის” გუნდის დამსახურებაა და დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ ამ გზას გავყვეთ და ახალი თაობის გლობალური ბანკი ავაშენოთ”, – აღნიშნავს სალიმ დჰანანი.

S