ფედერერი კვლავ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელია

ფედერერი კვლავ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელია

35 წლის როჯერ ფედერერი, მიუხედავად არც თუ ისე წარმატებული სეზონისა, კვლავ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელია. 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე შვეიცარელმა მეგავარსკვლავმა $67.8 მილიონი გამოიმუშავა.

ფედერერმა წელს „მხოლოდ“ $7.8 მილიონი გამოიმუშავა ტურნირების საპრიზო ფონდებიდან, ხოლო დანარჩენი $60 მილიონი მან სპონორებისგან და კომერციულ ტურნირებში მონაწილეობიდან მიიღო. როჯერ ფედერერის ჯამური შემოსავალი კარიერის მანძილზე უკვე $560 მილიონს შეადგენს და ის ფორბსის მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ჩოგბურთელების სიას 2006 წლიდან უცვლელად უდგას სათავეში, მას შემდეგ, რაც ანდრე აგასიმ დაანება თავი ჩოგბურთის თამაშს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ მეორე წელი მეორე ადგილზეა, $55.8 მილიონით. მიუხედავად იმისა, რომ სერბ ჩოგბურთელს გაცილებით წარმატებული სეზონი ჰქონდა და $21.8 მილიონი გამოიმუშავა ტურნირებში წარმატებული გამოსვლებიდან, მისი სასპონსორო შემოსავლები, ფედერერთან შედარებით, თითქმის ორჯერ დაბალია.

რაფაელ ნადალი $37.5 მილიონით მესამე ადგილზეა. მას მოჰყვებიან:

4. კეი ნიშიკორი – $33.5 მილიონი.

5. სერენა ვილიამსი – $28.9 მილიონი.

6. ენდი მარი – $23 მილიონი.

7. მარია შარაპოვა – $21.9 მილიონი.

8. სტენ ვავრინკა – $17.4 მილიონი.

9. აგნეშკა რადვანსკა – $10.2 მილიონი.

10. კაროლინა ვოზნიაცკი – $8 მილიონი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *