Philip Morris International: საზოგადოების ჩართულობის ტრანსფორმაციული ძალა

Philip Morris International: საზოგადოების ჩართულობის ტრანსფორმაციული ძალა

ავტორი: გრეგორი ვერდო
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ საგარეო ურთიერთობათა უფროსი ვიცე-პრეზიდენტი

პოლიტიკოსების მოვალეობა, მოუსმინონ ხალხს და გაითვალისწინონ მათი მოსაზრებები, დემოკრატიის საფუძველია. დღეს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოება ითხოვს ქმედებებს და იმ საკითხებში ჩართულობას, რომლებიც პირდაპირ მათზე ახდენს გავლენას – იქნება ეს კლიმატური ცვლილებები თუ პანდემიის შემდგომი  აღდგენის პროცესი. შესაბამისად, ექსპერტები ვეღარ ეტყვიან საზოგადოებას, რომ მსგავსი თემები ძალიან რთულია მათთვის გასაგებად. გამონაკლისი არც თამბაქოს ინდუსტრიაა, რომლის ზრდასრული მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სასარგებლოდ ტრანსფორმაციისთვის, უახლოესი სამეცნიერო ნაშრომებისა და საზოგადოებრივი გამოკითხვების  განახლებადი მონაცემების არსებობა უმნიშვნელოვანესია.

PMI-ის დაკვეთით და დამოუკიდებელი კვლევითი ფირმა Povaddo-ს მიერ ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, გამოკითხულ ზრდასრულთა უმრავლესობა (72%) მომხრეა თამბაქოს კომპანიების მთავრობებთან, მარეგულირებელ ორგანოებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობის, რათა მწეველებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ კვამლისგან თავისუფალი ალტერნატივების შესახებ. მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია ამჟამინდელ მწეველებს შორის და 83%-ს უტოლდება.

ტრანსფორმაციული კოლექტიური მოქმედება თავს მაშინ იჩენს, როდესაც პოლიტიკოსები მკაფიო კონსენსუსს განიხილავენ. თუმცა მსგავსი კონსენსუსის მიღმა მარტივი ჭეშმარიტება იმალება, რომ მეტად ინკლუზიური მიდგომები უფრო ეფექტიან  გადაწყვეტილებებსაც იძლევა. ნებისმიერ გლობალურ საკითხზე პროგრესისკენ მიმავალი გზა ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების გათვალისწინებას გულისხმობს.

შესაბამისად, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მოძველებულ მიდგომებს, დახურულ კარს მიღმა, დაინტერესებული მხარეების თანხმობის გარეშე, გადაფაროს ჭეშმარიტება და ხელი შეუშალოს იმ გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღებას, რომლებიც მსოფლიოს 1 მილიარდზე მეტი მწეველისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს არ მოიცავს პოლიტიკოსების მხრიდან მხოლოდ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემზე  დამყარებულ შეხედულებებს, გადაწყვეტილებები მეცნიერული ნაშრომების გათვალისწინებით და დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ზრდასრული მწეველების ჩართულობით უნდა იყოს მიღებული. Philip Morris International-ი სწორედ გამჭვირვალობისკენ მიიღწვის და საკუთარი ბიზნესის გარდაქმნას კვამლისგან თავისუფალ ალტერნატივებზე ფოკუსირებით გეგმავს. მიზანია, მოზრდილთათვის, რომლებიც სხვა მხრივ მოწევას განაგრძობდნენ, სიგარეტის ჩანაცვლება მოხდეს. კომპანია სამეცნიერო დასკვნებისთვის კი პოლიტიკოსებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იწვევს.

Philip Morris International-ში მიაჩნიათ, რომ ფაქტების შესწავლით და თითოეული მოსაზრების მოსმენით, შესაძლებელია კარგად ინფორმირებული კოლექტიური ქმედების მიღწევა, რომელიც საჭიროა იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი სამყარო დგას. ერთობლივი მუშაობა, ფაქტების, ახალი ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო თემების გათვალისწინება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და ის მცირე წვლილია, რომელიც პოზიტიური ცვლილებების განხორციელების პროცესში შეგვიძლია შევიტანოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *