პროცესი თუ შედეგი? - კითხვას NEXIA TA-მ ახალი გზავნილით უპასუხა

პროცესი თუ შედეგი? - კითხვას NEXIA TA-მ ახალი გზავნილით უპასუხა

გზა თუ მიზანი? პროცესი თუ შედეგი? – ამ შეკითხვას საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია NEXIA TA-მ უკვე უპასუხა.

მუდმივად არის დისკუსია იმაზე, პროცესი უფრო მნიშვნელოვანია თუ შედეგი, თუმცა, რომ დავფიქრდეთ, ადამიანები, როცა რაღაც დასამტკიცებელი აქვთ და ჯერ კიდევ მისაღწევი, შედეგზე არიან ორიენტირებული, ხოლო ისინი, რომლებმაც უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს, პროცესზე აკეთებენ აქცენტს. კომპანიების შემთხვევაშიც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა აქცენტი კეთდება.

NEXIA TA დღეს ამბობს, რომ  მისთვის „ პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც შედეგი“  და ამ მესიჯ-ბოქსით დღეს უკვე პროცესზე აკეთებს აქცენტს და აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გზა, რომელსაც ადამიანები სამუშაო თუ საქმიან პროცესში ერთად გადიან,  საინტერესოდ, მრავალფეროვნად და ღირებულად აქციოს.

„კომპანია შიგნიდან ყოველთვის გამოირჩეოდა სამუშაო პროცესით, გუნდის ენერგეტიკით, დინამიკით, ერთიანობით, თუმცა პანდემიის კრიზისულმა პერიოდმა პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით საგრძნობი გახადა, შინაარსიც კი შეუცვალა და საქმიანთან ერთად, სასიცოცხლო საკითხად აქცია“, – აცხადებენ NEXIA TA-ში, რომელიც გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ნოვატორული კომპანია.

სიახლე არ არის ის, რომ Nexia TA ყოველთვის მაღალი შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული, თუმცა კომპანიაში აცნობიერებენ, რომ შედეგი პროცესის გარეშე წარმოუდგენელია და ჯანსაღი პროცესის გარეშე კომპანიას მაღალი მიზნების მიღწევა გაუჭირდება. „პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოიკვეთა, როდესაც ახალ გარემოში აღმოვჩნდით და ყველაფერი გადასაწყობი იყო“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

პანდემიამ NEXIA TA-ს სერვისების – საგადასახადო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურებების საჭიროება კიდევ უფრო გაზარდა. ბიზნესებს გამოწვევების ახლებურად გადაწყვეტა მოუხდათ, ამ პროცესში კი სასურველი შედეგის მისაღწევად აუდიტორულმა კომპანიამ პარტნიორებს ახალ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისებიც შესთავაზა, რაც მათ უფრო მეტ ჩართულობასა და მონაწილეობას გულისხმობს.

საბოლოო ჯამში, პანდემიური სირთულეები Nexia TA-მ თავის გუნდსა და მომხმარებელ კომპანიებთან ერთად ეფექტიანად, დანაკარგების გარეშე გადალახა. ამის მთავარი განმაპირობებელი ის იყო, რომ კომპანიამ კრიზისის საწყის ეტაპზევე დაგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები, წამოიწყო, მაგალითად, კამპანია MOVE ON GEORGIA, რომლის ირგვლივაც გააერთიანა თავისი გუნდი და ყოველდღიურ, მხარდამჭერ, საკონსულტაციო თუ სხვა ტიპის საქმიანობაში ჩაერთო კლიენტებისა და სტარტაპერი კომპანიებისთვის, რომ კოვიდ-პანდემიური სიტუაცია მათთვის ნაკლები ნეგატიური შედეგების მომტანი გამხდარიყო.

„ჩვენ არსებული პარტნიორები, თანამშრომლები შევინარჩუნეთ და უფრო მეტიც, ახალი პარტნიორებიც შევიძინეთ, ბიზნესებს მაქსიმალურად გვერდში დავუდექით. შედეგად წელი საკმაოდ წარმატებულად, 15%-იანი ზრდით დავასრულეთ”, – ამბობს კომპანიის მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე.

აუდიტორულ და საგადასახადო სერვისებზე წვდომა მსხვილ ბიზნესებს ყოველთვის ჰქონდათ და ექნებათ, Nexia TA-მ კი, რომელიც სხვადასხვა სეგმენტში მომუშავე სხვადასხვა კომპანიას ემსახურება, პანდემიის დროს გადაწყვიტა, რომ შეექმნა სპეციალური სერვისი, რაც მცირე და საშუალო კომპანიების დახმარებასაც გულისხმობდა. „კომპანიებს შესაძლებლობა მივეცით, ჩვენი საბუღალტრო მომსახურება დაბალ ფასად მიეღოთ. ამ პროექტის საშუალებით დამწყებ კომპანიებს საერთაშორისო დონის სერვისის მიღება შეუძლიათ“, – განმარტა Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა.

საქართველოში 2014 წელს შექმნილი, ორი ოფისითა და 200-ზე მეტი თანამშრომლით  წარმოდგენილი Nexia TA კომპანიებისთვის სანდო, მყარ და გამოცდილ პარტნიორად იქცა. ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში გამოყენებული ჩაფხუტიც მომხმარებლის დაცულობის სიმბოლოდ იკითხება – თუ ხარ Nexia TA-სთან, ესე იგი ნებისმიერ სიტუაციაში დაცული ხარ.  „როდესაც ასეთი მეგობარი გყავს, მასთან ერთად შეგიძლია ნებისმიერ გზაზე წახვიდე. რაც არ უნდა მოხდეს – კრიზისი თუ ცვლილება, შენ დაცული ხარ“, – შეგვიძლია ასე დავახასიათოთ Nexia TA, რომელთან ერთადაც გზაც და პროცესიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც შედეგი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *