ძვირი გაზი იაფია | რამდენად ძვირი ან იაფია საქართველოში ბუნებრივი აირის ღირებულება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

ძვირი გაზი იაფია | რამდენად ძვირი ან იაფია საქართველოში ბუნებრივი აირის ღირებულება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

მა­ი­სის ბო­ლოს თბი­ლი­სის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის ღირებულება თითქმის 8 თეთრით გაიზარდა და ის 54 თეთრი გახდა. სემეკმა ტარიფს „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნის საფუძველზე გადახედა. კომპანიის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, გაზის შესყიდვის საფასური გაეზარდათ, ამ მიზეზით კომპანია ყოველ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ზარალით ყიდიდა. სემეკმა შეისწავლა ეს განაცხადი და დაასკვნა, რომ „თბილისი ენერჯიმ“ გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად 23 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ახალი ტარიფით კი ამ ზარალის კომპენსაცია უნდა მოხდეს. საქართველოში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს სახელმწიფო კომპანიისგან – „ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან“ (GOGC) ყიდულობენ. GOGC-ი „თბილისი ენერჯის“ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 86 დოლარად აწვდის. 2019 წლის ჩათვლით ეს თანხა 103 დოლარს შეადგენდა, თუმცა მთავრობის დავალებით კომპანიამ გაზის სარეალიზაციო ფასი შეამცირა, რაც ტარიფის შემდგომი ზრდის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად. GOGC-ი ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იღებს, გაზის შესყიდვის ფასი კი კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს.

სემეკისა და Eurostat-ის სტატისტიკის თანახმად, ევროპის რეგიონის მასშტაბით საქართველოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სამომხმარებლო ტარიფებია და „თბილისი ენერჯისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ გასაშუალოებული ტარიფი 55.4 თეთრს შეადგენს. საქართველოზე დაბალი ტარიფები მხოლოდ აზერბაიჯანსა (26 თეთრი) და რუსეთშია (29.7 თეთრი). ევროპის რეგიონის ყველა სხვა ქვეყანაში კი გაზის უფრო მაღალი სამომხმარებლო ტარიფია. მათ შორის ყველაზე ძვირი ბუნებრივი აირი ნიდერლანდებშია, სადაც კუბური მეტრი გაზის საფასური 3.91 ლარს შეადგენს

ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი ევროპის მასშტაბით

წყარო – სემეკი, Eurostat
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *