ქართულ ბაზარზე ახალი ონლაინ მაღაზია გამოჩნდა - Citrus.ge

ქართულ ბაზარზე ახალი ონლაინ მაღაზია გამოჩნდა - Citrus.ge

ელექტრონული კომერციის ბაზარზე, ახალი ქართული ონლაინ მაღაზია, „Citrus.ge“ გამოჩნდა.

ეს არის ქართველ მომხმარებელზე მორგებული ახალი პლატფორმა ონლაინ შოპინგისთვის, სადაც ის შეძლებს მოიძიოს და მიიღოს ყველა სასურველი ნივთი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ციტრუსი“ ქართული საინვესტიციო კომპანია „Helix Nebula Capital“-ის ახალი პროექტია, რომელთა გამოცდილებაც, ქართულ ბაზარზე ლიდერობის 5 წელს და 500,000 უნიკალური მომხმარებლის მომსახურებას  ითვლის.

სხვადასხვა საპილოტე ინტერნეტ მაღაზიის, ინოვაციური იდეების,  წარსული გამოცდილებისა და მიღწევების გათვალისწინებით შექმნილი ახალი პლატფორმა „Citrus.ge“, თავდაპირველად, ძირითად მიზნად ონლაინ შოპინგის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას ისახავდა.

პროექტის გაშვების დღიდან, მუშაობის პროცესში მიღებულმა გამოცდილებამ, მომხმარებელთა უკუკავშირმა და  კვლევამ აჩვენა, რომ „Citrus“-ის მიზანი, გამხდარიყო მარტივი, მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა ონლაინ შოპინგისთვის, წარმატებით განხორციელდა.  კომპანიის რეალურ პოტენციალზე დაყრდნობით, გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ისეთი ბრენდი, რომელიც სიმარტივესთან ერთად, მომხმარებელს  მრავალფეროვნებასა და სიახლეს შესთავაზებდა.

განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ, „Citrus.ge“ განახლებული ძალებითა და საუკეთესო შეთავაზებებით აგრძელებს პოზიციონირებას და მიზნად ისახავს, შესთავაზოს მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქციის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი ერთ ონლაინ სივრცეში. ბრენდის ახალი დაპირებაც, „აქ იპოვი ყველაფერს“, სწორედ, მის მთავარ მიზანს ეხმიანება.

ვებსაიტზე ხელმისაწვდომია როგორც 15,000 დასახელების ნივთი 115 პარტნიორი კომპანიისგან, ასევე, უამრავი ექსკლუზიური პროდუქცია. რაც მთავარია,  ნივთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ონლაინ მაღაზია „Citrus“-ზე წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: Apple , Samsung, Lenovo, Asus, Sony, Canon, Fujifilm, Beko, Bosch, Indesit, და სხვა. ასევე, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი კატეგორიის ნივთი. მათ შორის:  ციფრული ტექნიკა, საოჯახო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, ხელსაწყოები და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის თავდაპირველი დაპირება, რაც ნივთის შეძენის მაქსიმალურად გამარტივებულ პროცესს გულისხმობს, ძალაში რჩება. გამარტივებული პროცესი მოიაზრებს შემდეგს: ვებსაიტზე, სასურველი ნივთის შერჩევის, განაცხადის მოკლე ფორმის შევსებისა(სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) და გაგზავნის შემდეგ, მომხმარებელს უკავშირდება ციტრუსის ოპერატორი, აცნობს ყველა დეტალს და ეხმარება შეკვეთის გაფორმებაში.

„Citrus.ge“ არის უნივერსალური ინტერნეტ მაღაზია, სადაც, შეძენის სიმარტივე, სისწრაფე და პროდუქციის მრავალფეროვნება, ქმნის საუკეთესო ონლაინ გამოცდილებას. ეს არის სწრაფი, მარტივი, მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და სანდო საშუალება, შეიძინო  ნებისმიერი სასურველი ნივთი მთელი საქართველოს მასშტაბით, დიდი ძალისხმევის გარეშე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *