ქართული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების რეიტინგი

ქართული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების რეიტინგი

ქვეყანაში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს 2023 წლის პირველი ორი კვარტალის ფინან­­სური ანგარიშგებები უკვე წარუდგინა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბანკების წმინდა მოგებამ 1.36 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან, 836.1 მლნ ლართან შედარებით, 63%-ითაა გაზრდილი. მიკროსაფინანსო ორგა­ნიზაციების სრულმა მოგებამ კი 2023 წლის პირველ ნახევარ­­ში 54.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 49.2 მლნ ლარზე, 11%-ით მეტია.

წმინდა მოგება არასრულყოფილი, მაგრამ ბანკის ფინან­­სური სიჯანსაღის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მუდმივად მოგებაზე მყოფი ფინანსური ორგანიზაცია უფრო მეტად სტა­ბილურია და ფინანსური ვალდებულების შესრულებაც უკეთე­სად შეუძლია. შესაბამისად, ბანკების რეიტინგის შესადგე­ნად მათი წმინდა მოგების მაჩვენებლებია გამოყენებული.

ბანკების მოგება 2023 წლის II კვარტალში (მლნ ლარი)

წყარო: ეროვნული ბანკი

მიკროსაფინანსოების მოგება 2023 წლის II კვარტალში (მლნ ლარი)

წყარო: ეროვნული ბანკი