ყველაზე იაფი და ძვირი ქვეყნები 2025 წელს სამოგზაუროდ

ყველაზე იაფი და ძვირი ქვეყნები 2025 წელს სამოგზაუროდ

ფოტო: georgianholidays.com

 

Visual Capitalist-მა, HelloSafe-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე იაფი და ძვირი ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2025 წელს შეგიძლიათ ეწვიოთ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

Visual Capitalist-ის ჩამონათვალი თითოეულ კატეგორიაში 15-15 ქვეყანას გვთავაზობს. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, საშუალო დღიური ბიუჯეტის გამოთვლები მოიცავს მოგზაურის მიერ ადგილზე გაწეულ ხარჯებს დანიშნულების ქვეყანაში შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

  • განსახლების ხარჯები (სასტუმროს ან Airbnb-ის ტიპის საცხოვრებლის დაჯავშნა);
  • კვების ხარჯები (ადგილობრივი CPI-ინდექსებისა და რესტორნის ხარჯების საფუძველზე);
  • ტრანსპორტის ხარჯები ქვეყნის შიგნით (თვითმფრინავი, მატარებელი, ავტობუსი და ა.შ.);
  • სხვადასხვა ადგილზე ვიზიტებისა და ტურისტული აქტივობების ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ ეს ბიუჯეტი არ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას დანიშნულების ქვეყანაში. როგორც წესი, ამაში თვითმფრინავის ბილეთის ფასი მოიაზრება.

შემოთავაზებული რეიტინგის მიხედვით, 2025 წელს ლაოსი მსოფლიოში ყველაზე იაფი ქვეყანაა სამოგზაუროდ – საშუალო დღიური ბიუჯეტი მხოლოდ 15 აშშ დოლარია. ეს მკვეთრად განსხვავდება ბარბადოსისგან, 2025 წელს სამოგზაუროდ ყველაზე ძვირი ქვეყნისგან, რომლის საშუალო დღიური ბიუჯეტი 330 აშშ დოლარია.

2025 წელს სამოგზაუროდ ყველაზე იაფი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. HelloSafe-ის მონაცემებით, რომელიც Budget Your Trip-ის, Kayak.com-ისა და Booking.com-ის ინფორმაციასაც აერთიანებს, საქართველოში მოგზაურისთვის საშუალო დღიური ბიუჯეტი 28 აშშ დოლარია.

ყველაზე იაფი ქვეყნები სამოგზაუროდ:

ადგილიქვეყანასაშუალო დღიური ბიუჯეტი ($)
1ლაოსი15
2ყაზახეთი19
3რუანდა21
4განა22
5მონღოლეთი24
6სომხეთი26
7ბურკინა-ფასო26
8საქართველო28
9მალი29
10ბურმა34
11კუბა35
12მოლდოვა35
13ინდოეთი36
14მალავი36
15ნეპალი36

ყველაზე ძვირი ქვეყნები სამოგზაუროდ:

ადგილიქვეყანასაშუალო დღიური ბიუჯეტი ($)
1ბარბადოსი330
2ანტიგუა და ბარბუდა310
3სენტ-კიტსი და ნევისი271
4მალდივები267
5გრენადა258
6შვეიცარია250
7აშშ248
8მიკრონეზია248
9გრენლანდია221
10საამიროები220
11ბაჰამის კუნძულები217
12ომანი214
13სან-ტომე და პრინსიპი211
14პუერტო-რიკო190
15კატარი188