ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში | Touch Summit ბრუნდება.

ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში | Touch Summit ბრუნდება.

წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი – TOUCH23 ტრადიციულად რუსთაველის თეატრში, 7 და 8 დეკემბერს გაიმართება.

ეს ორდღიანი თავგადასავალი გადანაწილებული იქნება თეატრის სხვადასხვა სივრცეში. იქნება 3 სხვადასხვა სცენა: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საინვესტიციო ისტორიების.

პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებითა და ახალი კავშირებით.

წლევანდელი სამიტის მიზანია, კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.

წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Keely Consulting და ბევრი სხვა.

თვალი ადევნეთ სპიკერებს ჩვენს ვებ-გვერდს. ის აქტიურად განახლდება და დაემატება ახალი სპიკერები: https://touch.ge/touch23/speakers

სამიტზე წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ინვესტორებისა და სტარტაპებისთვის შემუშავებული იქნება ცალკე პროგრამა პრეზენტაციებით და პანელური დისკუსიებით. ყველა სტარტაპ დელეგატს საშუალება ექნება მენტორშიფ სესიები ჩანიშნოს სამიტზე მოწვეულ მენტორებთან.

წელს ორგანიზატორები განსაკუთრებულად საინტერესო და ხმაურიან STARTUP CHALLENGE-ს გვპირდებიან.

სამიტის ფარგლებში სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 50-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზე გააცნოს დამსწრე დელეგატებს თავიანთი პროდუქტი.

ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიის და EMEA რეგიონებიდან.  100-ზე მეტი სტარტაპი – მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.

ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch23/get-pass

პრომოკოდით, TOUCH23COMMUNITY შეგიძლიათ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ (სტუდენტური პასის გარდა ყველა ბილეთზე ვრცელდება).

სამიტის ოფიციალური პარტნიორები არიან: Acrobator VC, Bank of Georgia, GITA, Georgia Travel, Tbilisi City Hall, Dblock, Terminal, Veli.Store, Mtebi, Onesoul

მედია პარტნიორები არიან: Forbes Georgia, On.ge, Next.on.ge, Entrepreneur.ge, Marketer.ge, BMG, Formula TV

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *