ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში საუნივერსიტეტო საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და, შესაბამისად, გაიზარდა სახელმწიფო დაფინანსებაც.
საკონულტაციო ორგანიზაცია Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 2.6 მლრდ ლარი შეადგინა, 2010-22 წლებში კი განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯები გასამმაგდა.
რაც შეეხება უშუალოდ უმაღლესი განათლების სექტორს, 2022 წელს შემოსავალი წლიურად 4.5%-ით, 0.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. სტუდენტების უმეტესობა სახელმწიფო სექტორშია კონცენტრირებული, მაგრამ კერძო სექტორის წილი და შემოსავალიც მზარდია.
საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში სულ 54 ავტორიზებული უნივერსიტეტია რეგისტრირებული. მათი ნაწილი საჯაროა, ნაწილი კი კერძო.
Galt & Taggart-ის თანახმად, 2022 წელს საჯარო სექტორის შემოსავლები წლიურად 4.3%-ით, 489.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ხოლო კერძო სექტორის შემოსავლები 5.1%-ით, 312.1 მილიონ ლარამდე.
უნივერსიტეტის შემოსავლიანობა, სხვა მრავალ ინდიკატორთან ერთად, მის სტატუსსაც განსაზღვრავს და პოტენციური სტუდენტების გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ Forbes Georgia ქართული უნივერსიტეტების რეიტინგს მათი შემოსავლების მიხედვით გთავაზობთ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების რეიტინგი 2022 წლის შემოსავლების მიხედვით (მლნ ლარი)
კერძო უნივერსიტეტების რეიტინგი 2022 წლის შემოსავლების მიხედვით (მლნ ლარი)
შენიშვნა: რეიტინგში არ არის მოცემული იმ უნივერსიტეტების შემოსავლები, რომელთა ფინანსური ანგარიშგება/ ნაერთი ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. რეიტინგში ვერ მოხვდნენ ის კერძო უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა ფინანსური ანგარიშგებაც საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. ხოლო იმ სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში, რომელთა 2022 წლის ბიუჯეტი არ გასაჯაროებულა, მითითებულია 2021 წლის შესაბამისი მაჩვენებლები.