ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყველაზე სწრაფად იზრდება

ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყველაზე სწრაფად იზრდება

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება 2009 წლიდან დღემდე ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდება. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2000-დან 2009 წლამდე პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 1.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2010-დან 2014 წლამდე პერიოდში კი 8.5%-ით. ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებში შემდეგი იყო:

საქართველო – 2010-2014 წლები – ზრდა: 8.5%

ყირგიზეთის რესპუბლიკა – 7.7%

აზერბაიჯანი – 6.1%

ყაზახეთი – 4.6%

ალბანეთი – 4.6%

თურქეთი – 4.2%

სომხეთი – 3.4%

ბოსნია და ჰერცეგოვინა – 3.1%

თურქმენეთი – 2.6%

ბელარუსი – 2.2%

პოლონეთი – 2%

მსოფლიო ბანკი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას კრიპტოვალუტების მაინინგს უკავშირებს. ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების 5% ჩართულია კრიპტოვალუტების მოპოვებასა და ინვესტირებაში. WB აღნიშნავს, რომ მაინინგიდან მიღებლმა შემოსავალმა, შესაძლოა, დიდი კონტრიბუცია გააკეთოს ქვეყნის მშპ-ში, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი შემოსავალი, შესაძლოა არ იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული. ამასთან, ბანკი მიუთითებს, რომ კრიპტოვალუტებში ინვესტირება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც უწყობს ხელს.