ქვეყნები, თავის მოსახლეობაზე მეტი ტურისტით

ქვეყნები, თავის მოსახლეობაზე მეტი ტურისტით

ავსტრიული სამოგზაურო სააგენტო Intrepid იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებსაც ყოველწლიურად მოსახლეობაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

სიის სათავეში ხორვატია მოხვდა, რომელსაც 2016 წელს  57,587,000 ტურისტი ეწვია, ქვეყნის მოსახლეობა კი მხოლოდ  4,170,600-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატიას საკუთარ მოსახლეობაზე 1380%-ით მეტი უცხოელი სტუმრობს, – თითო მოსახლეზე კი დაახლოებით 14 ტურისტი მოდის. 

რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია: 

  • ხორვატია – 57,587,000 ტურისტი;  4,170,600 ადგილობრივი – 1380.78%

  • ისლანდია – 1,891,000 ტურისტი; 334,250 ადგილობრივი  – 565.74%

  • უნგრეთი – 52,890,000 ტურისტი; 9,817,960 ადგილობრივი – 538.71%

  • დანია – 28,692,000 ტურისტი; 5,731,120 ადგილობრივი – 500.64%

  • საფრანგეთი – 202,930,000 ტურისტი; 66,896,110 ადგილობრივი – 303.35%

  • ჩეხეთი – 30,915,000 ტურისტი; 10,561,630 ადგილობრივი – 292.71%

  • სინგაპური – 16,404,000 ტურისტი; 5,607,280 ადგილობრივი – 292.55%

  • კვიპროსი – 3,286,000 ტურისტი; 1,170,130 ადგილობრივი – 280.82%

  • საბერძნეთი – 28,071,000 ტურისტი; 10,746,740 ადგილობრივი – 261.20%

  • ესპანეთი – 115,561,000 ტურისტი;  46,443,960 ადგილობრივი – 248.82%

რეიტინგი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემეს არ ითვლის, თუმცა თუკი საქართველოს მონაცემებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ გასულ წელს ქვეყანას ადგილობრივ მოსახლეობაზე 204%-ით მეტი (7 554 936) საერთაშორისო მოგზაური ეწვია. თუმცა, ამავე პერიოდში, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობაზე ნაკლებია. 

Intrepid-მა იმ ქვეყნების სიაც შეადგინა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობაზე ბევრად ნაკლები ტურისტი შედის: 

  • ტანზანია – 1,284,000 ტურისტი; 55,572,200 ადგილობრივი – 2.31%

  • პაპუა ახალი გვინეა – 198,000 ტურისტი; 8,084,990 ადგილობრივი – 2.45%

  • კენია – 1,340,000 ტურისტი; 48,461,570 ადგილობრივი – 2.77%

  • ინდონეზია – 11,519,000 მოგზაური; 261,115,460 ადგილობრივი – 4.41%