რა არის ბიზნესინკუბატორი?

რა არის ბიზნესინკუბატორი?

ბიზნესის ინკუბატორი (ინგლისურად Business Incubator) არის დაწესებულება, რომელიც დამწყებ ბიზნესს ეხმარება. დახმარების გაწევა ხდება უფასო სასწავლო პროგრამებით, დროებით უფასო ფართის გამოყოფით, ახალი ტექნოლოგიების გაცნობით, უფასო საკომუნიკაციო სისტემების მიწოდებით, სტრატეგიის დაწერით, ბაზრის კვლევებით, ინვესტორების მოზიდვით, საბანკო სესხის გარანტიის უზრუნველყოფით და ა.შ. 1-2 წელიწადში, როდესაც კომპანიები მოძლიერდებიან და დამოუკიდებლად შეძლებენ მუშაობას, ბიზნესინკუბატორს გამოეყოფიან.

ხშირად ბიზნესინკუბატორების ინტერესი იმ კომპანიების წილის მიღებაა, რომელთაც დახმარებას უწევენ. თუმცა ბიზნესინკუბატორებს  მთავრობები ან არასამეწარმეო იურიდიული პირებიც აარსებენ. ამ შემთხვევაში ბიზნესის ინკუბატორის მუშაობის მთავარი მიზანი ქვეყანაში დამწყები ბიზნესის ხელშეწყობაა, რამაც დასაქმება უნდა გაზარდოს და ქვეყნის სოციალური ფონი გააუმჯობესოს.