რა არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა?

რა არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა?

თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ-ი, ინგლისურად Free economic zone) არის ისეთი ტერიტორია, სადაც გამარტივებული, მსუბუქი საგადასახადო რეჟიმი და ნაკლები რეგულაციები მოქმედებს. თეზ-ი ძირითადად ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზეა გამოყოფილი. ის სხვადასხვა სახელით გვხვდება, მაგალითად თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ-ი), სპეციალური ეკონომიკური ზონა (სეზ-ი) და ა.შ.

თავისუფალი ზონები ძირითადად გამოირჩევიან კომპანიის რეგისტრაციის სიმარტივით, გამარტივებული საბაჟო წესებით, გარკვეული გადასახადების გაუქმებით, უძრავი ქონების უფასოდ გადაცემით, თავისუფალი სავალუტო ოპერაციებით, შეღავათიანი კრედიტებით და ა.შ.

საქართველოში 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) მოქმედებს: ფოთის, თბილისის ტექნოლოგიური პარკის, ქუთაისის თიზ-ი და ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი. ეს ზონები გათავისუფლებულია მოგების, ქონებისა და იმპორტის გადასახადისგან. დღგ-თი არ იბეგრება უცხოური საქონლის შეტანა და თიზ-ში განხორციელებული ოპერაციები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *