ვაუჩერი (ინგლისურად Voucher) არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გარკვეული მომსახურების, საქონლის ან ქონების მიღების უფლებას იძლევა. ვაუჩერი შესაძლოა გასცეს როგორც სახელმწიფომ, ასევე კომპანიებმა. სახელმწიფო ვაუჩერს გასცემს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში ან სახელმწიფო მომსახურების მისაღებად. სახელმწიფოსგან მიღებული ვაუჩერი ნიშნავს, რომ ფასიანი ქაღალდის მფლობელი ხდები, რომლის სანაცვლოდ სახელმწიფო ქონებას ან მომსახურებას მიიღებ. სახელმწიფო ვაუჩერები ყველაზე მეტად გავრცელებულია განათლებისა და ჯანდაცვის სექტორში. ასევე, ვაუჩერულ დაფინანსებას მიმართავს ხოლმე სახელმწიფო, როდესაც მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს უფარავს. კერძო კომპანიები ვაუჩერებს ძირითადად მარკეტინგული კუთხით იყენებენ. როგორც წესი, ვაუჩერის მფლობელი უფრო იაფად იღებს კომპანიის საქონელსა და მომსახურებას.
სხვა სიახლეები
- Related Articles
- More from Author